თუკი ინსტაგრამს პროდუქტების ან სერვისების პოპულარიზაციისთვის იყენებთ და კრეატიულ გზებს ეძებთ Instagram-ის ხელსაწყოების ეფექტურად გამოყენებისთვის, ეს სტატია გამოგადგებათ. ამჯერად, ინსტაგრამ სთორის ჰაილაითების ეფექტურ გამოყენებაზე გავამახვილოთ ყურადღება.
რა შესაძლებლობები აქვს Instagram Stories Highlights-ს?
შექმენით მომხმარებელზე ორიენტირებული Instagram Stories Highlights კატეგორიები
ჰაილაითები ბევრნაირი შეგიძლიათ შექმნათ, თუმცა ვიზუალურად, გამომწერი პირველ ოთხს ხედავს, სხვების კი სიგანეზე უნდა დაათვალიეროს. ამიტომ მოიფიქრეთ, რა მიგაჩნიათ პრიორიტეტულად ჰაილაითისთვის, რასაც მომხმარებელი პირველ რიგში ნახავს.
ჰაილაითში აქტიური ან დაარქივებული სთორის დამატებაც შეგიძლიათ. ჰაილაითის დასამატებლად, არსებულზე გადადით და ზემოთ მოცემულ ნაბიჯებს მიჰყევით.
რეგულარულად განაახლეთ ჰაილაითები და მათი კატეგორიები
ჰაილაითებში 100-მდე ფოტოს დამატება შეგიძლიათ. ეს თქვენს გუნდს საშუალებას მისცემს საინტერესო კონტეტი განათავსოთ. გაითვალისწინეთ, რომ ინსტაგრამი ჰაილაით სთორებს აჩვენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, გამოქვეყნების თარიღის გამოყენებით. ძველი სთორები პირველ რიგში გამოჩნდება, რაც ნიშნავს, რომ უფრო ახალი ისტორიები შეიძლება დაიმალოს, რაოდენობის გამო.
შექმენით ქოვერ ვიზუალები Instagram Stories Highlights-ისთვის
როცა ქმნით ახალ Instagram სთორი ჰაილაითს ან ძველს აახლებთ, გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ ინდივიდუალური ვიზუალი, რომელიც ჰაილაითის გარეკანზე მოთავსდება. ვიზუალის უსწრაფესი გზა არის ერთ-ერთი სთორის ხელახალი გამოყენება.
თუ სთორებს კონტრასტული ვიზუალი აქვთ, შეიძლება არ იყოს ესთეტური. ამიტომ, უმჯობესია წინასწარ მოამზადოთ ქოვერები ჰაილაითებისთვის, რათა ადვილად აღქმადი და თანმიმდევრული ვიზუალური ეფექტი ჰქონდეს.
როგორ გამოვიყენოთ Instagram Stories Highlights?
პროდუქტის ან ახალი ფუნქციების გაშვებისას
სთორები დროებითი ხასიათისაა, ამდენად მგრძნობიარე კონტენტის გასავრცელებლად კარგი საშუალებაა, როცა ახალ პროდუქტს ან ფუნქციას ამატებთ. ასეთ დროს Instagram Stories Highlights იდეალურია. შეგიძლიათ 24 საათის გასვლის შემდეგაც მიიქციოთ აუდიტორიის ყურადღება პროდუქტებისა და ფუნქციების მიმართ. ასევე, გაზარდოთ სთორებით, სადაც მონიშნულია პროდუქტები ან ბმულები.
გამოიყენეთ ჰაილაითები პროდუქტის წარსადგენად
თუკი პოტენციურ მომხმარებელს გინდათ აჩვენოთ, როგორ გამოიყენონ თქვენი პროდუქტი ან სერვისი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, Highlights შესანიშნავი საშუალებაა. ამრიგად, განსხვავებული მომხმარებლის მიხედვით შეგიძლიათ დაალაგოთ კონტენტი.
მოიზიდეთ ლიდები
ინსტაგრამი ძალიან სასარგებლოა მოხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობისთვის, თუმცა როგორ ვმართოთ გაყიდვების ძაბრი, მომდევნო ეტაპზე? ლიდების მაგნიტით, პოტენციური მომხმარებლები შეგიძლიათ რეალურ მყიდველებად აქციოთ და პროდუქტის მოსინჯვა შესთავაზოთ.
ლიდების მოზიდვა ფიდის ან სთორების საშუალებით ყოველთვის შეგიძლიათ. მას შემდეგ, რაც თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო ლიდების მაგნიტს ნახავთ, დაამატეთ ის თქვენს ჰაილაითებში. ამგვარად, თავიდან აირიდებთ პოტენციური მომხმარებლის დაკარგვას.
რესურსები და გზამკვლევი
როცა უკვე გყავთ მყიდველები, ბუნებრივია, მათი მომხმარებლური გამოცდილების გაუმჯობესება გსურთ. ინსტრუქციებითა და რესურსებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ მომხმარებლებს საინტერესოდ დაიწყონ და გააგრძელონ პროდუქტის გამოყენება. ამ ტიპის კონტენტი, ხშირად ასრულებს გრძელვადიან როლს, მას სხვადასხვა არხებში გასანაწილებლადაც იყენებენ და მომხმარებლებიც ხშირად ინახავენ, სამომავლო საჭიროებისთვის.
ბლოგ-პოსტები
ბლოგების პოპულარიზაცია პოსტებსა და ვიდეორგოლებში ადვილი არ არის. სთორებზე კი, ბმულის მიბმა შესაძლებელია, რაც ბლოგის მომხმარებლისთვის გაზიარების საშუალებას მოგცემთ. თუკი გინდათ ბლოგ-პოსტი უფრო ხელმისაწვდომი გახადოთ, დაამატეთ ის ჰაილაითებში. რეგულარულად განაახლეთ ჰაილაითი, რათა აუდიტორიას ბლოგის რელევანტურობის შესახებ შეახსენოთ.
მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი და მომხმარებელთა სთორები
მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ანუ UGC და სთორები შეიძლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს ახალი მომხმარებლების მოსაზიდად. ამ ტიპის კონტენტის ჰაილაითში ჩამატებით, პოტენციურ მომხმარებლებს აჩვენებთ, როგორია უკუკავშირი არსებული მყიდველების მხრიდან და ნდობას უღვიძებთ.
მიმოხილვა
მომხმარებლის მიერ დატოვებული მიმოხილვა ან დეტალური უკუკავშირი შესანიშნავი კონტენტია სთორებში. კარგი იქნება, თუკი ჰაილაითებში კმაყოფილი მომხმარებლების მიმოხილვას დაამატებთ. ამგვარად, პოტენციურ აუდიტორიას აჩვენებთ, რა უყვართ არსებულ მომხმარებლებს თქვენს ბრენდში.
ხშირად დასმული შეკითხვები
თუ თქვენი გუნდი უამრავ ერთნაირ კითხვაზე პასუხობს მომხმარებლებს, კარგი დროა, ხშირად დასმული კითხვების დასაგენერირებლად. Instagram Stories Highlights შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი აღმოჩნდეს ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და პროდუქტებისა და სერვისების შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მისაწოდებლად.
ღონისძიებები და კონფერენციები
თუკი თქვენი ორგანიზაცია ღონისძიებებს მასპინძლობს, ივენთთან დაკავშირებული კონტენტი ჰაილაითებში ეფექტურად შეგიძლიათ განათავსოთ.
გაყიდვები და სპეციალური შეთავაზებები
აქციები, როგორც წესი, შეზღუდული დროით ჩნდება ხოლმე. შესაბამისად, ჰაილაითებში მათ შესახებ დეტალური საინტერესო ინფორმაციის თავმოყრა მომხმარებლის ინფორმირებაში დაგეხმარებათ. ამგვარად, შეგიძლიათ გაზარდოთ ცნობადობა თქვენი შეთავაზებების შესახებ. გაყიდვაზე ფოკუსირებული ჰაილაითის შექმნას ასევე შეუძლია დაეხმაროს მომხმარებლებს გაეცნონ ისეთ დეტალებს, როგორიცაა თარიღები, ფასები და სააქციო პროდუქტები.
გაზარდეთ ელ.ფოსტით რეგისტრაცია
სწორედ იმის გამო, რომ სთორებში ბმულების ინტეგრირებაა შესაძლებელი, ამ გზით, იმეილ გამომწერების მოზიდვასაც შეძლებთ.
შეახედეთ „სცენის მიღმა“
თუკი გინდათ გუნდის წევრები, პროდუქტის შექმნის პროცესი, ან სხვა „არასაჯარო“ ინფორმაცია გააცნოთ გამომწერებს, ჰაილაითები ამაშიც დაგეხმარებათ. ყველა ამ სთორის ერთ ჰაილაითში თავმოყრით, შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი კომპანიის კულტურა. ამ სახის ნაკრების შექმნა განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ჩვეულებრივ, არ აქვეყნებთ ხოლმე „სცენის მიღმა“ კონტენტს ძირითად გვერდზე.
ლოიალობის პროგრამა
ჰაილაითებში ლოიალობის პროგრამის შესახებაც შეგიძლიათ ინფორმაციის თავმოყრაა. ეს პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს, მომხმარებელს მარტივად აუხსნის პროგრამის შინაარსს, გაზრდის მსურველთა რიცხვს.
მისია და ღირებულებები
მისიისა და ღირებულებების შესახებ ჰაილაითებიდანაც შეგიძლიათ ისაუბროთ. ეს მარკეტინგული კომუნიკაციის ეფექტური ნაწილია და მომხმარებლების ყურადღების მიღმა არ დარჩება.
წყარო: socialmediaexaminer