in

Instagram Stories-ის ვიდეოების ხანგრძლივობა 60 წამამდე გაიზრდება!

კომპანია განახლებულ Story Publishing ინტერფეისსაც ამოწმებს

veon
veon

ახლახან Instagram-მა Stories-ის პლატფორმის მნიშვნელოვანი ცვლილების ტესტირება დაიწყო. კერძოდ, ახალი მახასიათებლების ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, Stories-ის ვიდეოს ხანგრძლივობა 60 წამამდე გაზარდოს.

როგორც ინსტაგრამის რამდენიმე მომხმარებელი აღნიშნავს, სოციალური მედიის აპლიკაცია გარკვეული რაოდენობის ადამიანთან გადის ტესტირებას. ამჟამად თუ ჩაწერთ ან ატვირთავთ ვიდეოს, რომლის ხანგრძლივობაც 15 წამს აჭარბებს, ის ავტომატურად დაიყოფა რამდენიმე ნაწილად. 60 წამიანი ვიდეოები კი აღარ იქნება ამგვარად სეგმენტირებული.

ამასთანავე, კომპანია განახლებულ Story Publishing ინტერფეისს ამოწმებს, რომელიც სხვა ანგარიშების ხსენებას ან ლოკაციის დამატებას გააადვილებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ან საერთოდ გახდება თუ არა ეს ცვლილებები ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი…

რამდენადაც TikTok -ისა და Snapchat-ის პოპულარობა სულ უფრო იზრდება, გასაკვირი არ არის, რომ Instagram თავისი პლატფორმის განვითარებაზე ზრუნავს. მაგალითად, სნეპჩეთმა ცოტა ხნის წინ ახალი დამოუკიდებელი აპლიკაცია შესთავაზა კონტენტის შემქმნელებს, მათი ვიდეოების რედაქტირებისთვის.

adjarabet awards – წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება დაიწყო

Winestory: „მეღვინეებს ღვინის რეალიზებასა და ბრენდის PR-ში ვეხმარებით“