Instagram-ის უახლესი ფუნქციით სურთ, Story-ებში მომხმარებელთა ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდონ — სოციალური მედია პლატფორმა ერთმანეთის მიმდევარ მეგობრებს საშუალებას მისცემს, სთორებზე კომენტარები დაწერონ. სიახლე უკვე ბევრი მომხმარებლის ყურადღების ცენტრში მოექცა და აქვე ვნახულობთ Meta-ს CEO მარკ ცუკერბერგის სურათსაც:
კარგი ის არის, რომ მომხმარებლებს თავად შეუძლიათ, გამორთონ ან ჩართონ კომენტარების დაწერის ფუნქცია თავიანთ Story-ებზე. დიდი ალბათობით, კომენტარებიც 24 საათის მანძილზე გამოჩნდება, თუმცა დაარქივდება თუ არა, ამაზე ჯერ არაფერს ამბობენ.
როგორც ვიგებთ, ახალი ფუნქცია მომხმარებელთა ქმედებით არის შთაგონებული. ინსტაგრამის ხელმძღვანელი ადამ მოსერის თქმით, Story პლატფორმის ყველაზე პოპულარული ფუნქციაა და იმაზე უფრო მეტადაც გამოიყენება, ვიდრე პოსტების განთავსების შესაძლებლობა. ამასთან, პირადი საუბრებიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ მომხმარებლებში, რომლებიც Closed Group-ებს ანიჭებენ უპირატესობას…
რაც შეეხება ფუნქციის ხელმისაწვდომობას, დიდი ალბათობით, მასზე წვდომას ეტაპობრივად ყველა მომხმარებელი მიიღებს.