in

არასოდეს გამოტოვოთ Instagram Story თქვენი კონტენტსტრატეგიიდან!

„ინსტაგრამზე” სთორების ატვირთვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა კონტენტმარკეტინგი მას განსხვავებულად უყურებს. ერთი შეხედვით უბრალო, ვერტიკალური ფოტოები ან მოკლე ვიდეოები, რომლებიც 24 საათის შემდეგ ქრება, შესანიშნავი ადგილია თქვენი გამომწერების ყურადღების სწრაფად მისაპყრობად.

ისინი სავსეა ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა გამოკითხვები, სტიკერები, GIF-ები და Add Yours სტიკერი — ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ გაზარდოს ჩართულობა და დაგეხმაროთ Instagram-ის ალგორითმში უფრო ხშირად გამოჩენაში.

Instagram Story-ს ძირითადი მახასიათებლები:

  • 24-საათიანი ვადა: თუ მათ Story Highlight-ში არ შეინახავთ, თქვენი IG Stories ერთი დღის შემდეგ ქრება;
  • ავტომატური ჩართვის ფორმატი: სთორები, ძირითადად, მობილურ მოწყობილობებზეა მორგებული და ავტომატურად გადადის ერთმანეთის მიყოლებით;
  • ინტერაქციული ინსტრუმენტები: შეგიძლიათ დაამატოთ კითხვის სტიკერები, ემოჯები, გამოკითხვები, ვიქტორინები და სხვა, რათა მიიღოთ სწრაფი რეაქციები და გამოხმაურება თქვენი აუდიტორიისგან;
  • აუდიო და ეფექტები: გამოიყენეთ შენახული აუდიო, მუსიკალური სტიკერები, ფილტრები, ამოჭრილი სურათები და სხვა, რათა თქვენი Stories გამორჩეული იყოს;
  • აუდიტორიის კონტროლი: დამალეთ Stories იმ გამომწერებისგან, რომლებთანაც არ გინდა, რომ ის გამოჩნდეს, დაუშვით პასუხები მხოლოდ ახლო მეგობრებისგან ან გამორთეთ პასუხები მთლიანად;
  • Highlights: შეინახეთ თქვენი საუკეთესო Stories თქვენს პროფილზე, რათა ის დარჩეს გვერდზე 24-საათიანი ვადის გასვლის შემდეგაც.

რატომ არის Instagram Stories მნიშვნელოვანი 

სწორედ აქ ხდება ბრენდის ყველაზე მეტი აქტივობა. Statista-ს მონაცემებით, Instagram-ზე არსებული ბრენდის კონტენტის 71.9% ამჟამად Stories-შია განთავსებული, რადგან ისინი ყველაზე ერთგულ გამომწერებს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ Instagram-ის Story საშუალოდ 0.91 მომხმარებელს აღწევს თითო პოსტზე, ეს მცირე აუდიტორია, როგორც წესი, უფრო მეტად არის ჩართული და უფრო მეტად მიდრეკილია მოქმედებისკენ.

როგორც წესი, სთორებში ადამიანები არ ელიან პოსტებივით დავარცხნილ კონტენტს. ეს არის სივრცე გულწრფელობისა და ავთენტურობისთვის, იდეების ექსპერიმენტირებისა და დიალოგის წამოწყებისთვის. 

სწორედ ეს ეხმარება შემდეგ მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში. Instagram-ის მშობელი კომპანიის, Meta-ს მონაცემებით, გამოკითხული ადამიანების ნახევარზე მეტი Stories-ს იყენებს შესყიდვების განსახორციელებლად.

Instagram Stories ზომები და ფორმატი ოფიციალურად ასე გამოიყურება

როგორი კონტენტია სთორებისთვის ტრენდული დღესდღეობით

„კულისებს მიღმა”

გადაწიეთ ფარდა და აჩვენეთ, როგორ გამოიყურება ყოველდღიური ცხოვრება საქმიანი და დავარცხნილი საქმეების მიღმა. ეს გულწრფელი შინაარსი თქვენს აუდიტორიას უფრო მეტად დაეხმარება ერთსულოვნების შეგრძნებაში.

გამოკითხვები

კითხვის დასმას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის საუბრის წამოწყებისთვისაც კარგი მეთოდია და სახალისო ინტერაქციაში მომხმარებლის ჩართვისთვისაც.

ასევე, შეგიძლიათ გაიგოთ ხალხის აზრი, ფაქტობრივად, მცირე კვლევის ჩატარების საშუალებაა. თუ აპირებთ პროდუქტის დამატებას, პირობითად, ჰკითხეთ თქვენს აუდიტორიას: „რომელი ფერი გირჩევნიათ”, ან „რა პროდუქტის დამატებას ისურვებდით?”

უკუთვლა და ანონსი

თუ ახლო მომავალში თქვენი ბრენდი რაიმე სიახლეს ამზადებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ უკუთვლის ფუნქცია, ეს ძალიან ზრდის მოლოდინს. იქნება ეს პროდუქტის გამოშვება, ღონისძიება თუ სხვა რამ, უკუთვლის სტიკერი მიმდევრებს აიძულებს, რომ ხაზზე დარჩნენ.

მოვლენების გაშუქება რეალურ დროში

გამოიყენეთ სთორები იმის გასაზიარებლად, თუ რა ხდება ამჟამად. იქნება ეს პირდაპირი ეთერი, პრეზენტაცია თუ ღონისძიება. სწრაფი განახლებები თქვენს აუდიტორიას ეხმარება იგრძნოს, რომ ისინი ამ ყველაფრის ნაწილი არიან, რაც თქვენთან ხდება.

განწყობის შექმნა და შთაგონება

სთორები შესანიშნავი საშუალებაა თქვენი ბრენდის განწყობის გასაზიარებლად ზედმეტი სიტყვების გარეშე. გამოიყენეთ ვიზუალური მასალა განწყობის შესაქმნელად, თქვენი ესთეტიკის ხაზგასასმელად ან თქვენი პროდუქტის ან მომსახურების საჩვენებლად.

დაჩექინება და სწრაფი განახლება

ყველა Instagram Story-ს არ სჭირდება ბევრი მუშაობა. ზოგჯერ საკმარისია სწრაფი სელფის ვიდეო ან ჩვეულებრივი ფოტო, რათა აუდიტორიას შეახსენოთ, რომ აქ ხართ და თან მათზე ფიქრობთ.

კოლაბორაცია

თუ ვინმემ თქვენ შესახებ დადო პოსტი, შეგიძლიათ მისი სთორში გადმოზიარება. როცა სხვა ჰყვება თქვენ შესახებ, ეს კიდევ უფრო ავთენტურ ეფექტს ახდენს, ვიდრე თქვენი მონაყოლი. 

სწრაფი გაყიდვები და შეთავაზებები შეზღუდული დროით

სთორები სწრაფად ქრება, და სწორედ ეს ხდის მათ იდეალურს დროში შეზღუდული რეკლამებისთვის. გამოიყენეთ თამამი ვიზუალი და მკაფიო მოწოდება, რათა გაზარდოთ დაწკაპუნებები დროის ამოწურვამდე.

Stories მხოლოდ ჩართულობის მეტრიკისთვის არ არის განკუთვნილი. ისინი ძლიერი საშუალებაა ადამიანების თქვენი ბიზნესმიზნებამდე მისაყვანად. ამიტომ გამოიყენეთ ის არა მხოლოდ კონტენტის გასაზიარებლად, არამედ მომხმარებლის თქვენს ვებსაიტზე გადასაყვანად ან თქვენს ობიექტზე ადგილზე მოსასვლელად.

ChatGPT-მ ჯგუფური ჩატები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა

TEDxTbilisi ბრუნდება!