in

Instagram-ს თამაშის ფუნქცია ემატება

Instagram-ს პირადი შეტყობინებების ველში მინი თამაშის ფუნქცია ემატება. სათამაშოდ საჭიროა, ნებისმიერი ემოჯი გააგზავნოთ, შემდეგ კი შეეხოთ და ეკრანი შესაბამის ინტერფეისად გარდაიქმნება. ეს განტვირთვის სწრაფი გზაა, ვიდრე მომხმარებელი პასუხის მოლოდინშია.

რეალურად, თამაშში არაფერია განსაკუთრებული და არც რაიმე სიუჟეტური განვითარება აქვს. ის Pong-ის ვარიაციას წარმოადგენს, სადაც კონკრეტული ემოჯის დაჭერაა საჭირო, რათა უსასრულო სივრცეში არ ჩავარდეს. ეს სახალისო გამოწვევა კარგი საშუალებაა დროის გასაყვანად.

ამ ეტაპზე ყველას არ აქვს თამაშზე წვდომა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს ფუნქცია ტესტირების ეტაპზეა და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებთანაა ხელმისაწვდომი.

Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი დიზაინში – რეგისტრაცია დაიწყო!

სახლები მიუსაფარი ცხოველებისთვის — Bolt-ისა და Animal Project-ის საერთო პროექტი