in

Instagram თინეიჯერებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს — რას გვთავაზობს Teen Accounts?

veon
veon

Meta თინეიჯერების უსაფრთხოებაზე ზრუნვას აგრძელებს და ამჯერად ახალ ფუნქციას ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის გვაცნობს — Teen Accounts ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის გამოცდილებას მეტად უსაფრთხოს გახდის. ჩაშენებული დამცავი მექანიზმები ექნება, რომლებიც ავტომატურად გააქტიურდება 18 წლამდე მომხმარებლებისთვის. კონფიდენციალობის პარამეტრებსაც მოიცავს, რითაც შეიზღუდება იმ ადამიანთა ოდენობა, ვინც თინეიჯერებთან ინტერაქციას შეძლებს. ასევე კონტენტი, რომელზეც წვდომა ექნებათ.

აქ ყველა ექაუნთი პირადი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერებს შეეძლებათ, თავად გადაწყვიტონ, ახალი მიმდევრები დაიმატონ თუ არა, ხოლო უცხოები ვერც მათ პოსტებს ნახავენ და ვერც შეტყობინებას გაუგზავნიან. მიზანი არასასურველი კონტაქტისა და ონლაინ ჩაგვრის თავიდან აცილებაა, რასაც ახალგაზრდა აუდიტორიისთვის უსაფრთხო გარემომდე მივყავართ.

Teen Accounts-ის მთავარი ნაწილი სენსიტიური მასალების შეზღუდვაა — ეს მომხმარებლები ავტომატურად ინსტაგრამის ყველაზე მკაცრი პარამეტრების ქვეშ იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაცულები არიან პოტენციურად საზიანო კონტენტისგან, იქნება ეს ძალადობრივი სურათები თუ კონტენტი, რომელიც კოსმეტიკურ პროცედურებს უკეთებს რეკლამას. ასე უბრალოდ არასასურველი კონტენტის თავიდან არიდება შეეძლებათ, როცა საკუთარი ინტერესების შესაბამისი მასალების თვალიერებას შეუდგებიან.

ბავშვების უსაფრთხოებაში როლს მშობლებიც ითამაშებენ. 16 წლამდე პირებისთვის კონფიდენციალობის პარამეტრებში ცვლილება მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ინსტაგრამმა დამატებითი ხელსაწყოები შემოიტანა, რომელიც მშობლებს ბავშვების აქტივობებზე თვალყურის დევნებისა და ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვის საშუალებას მისცემს. 

თუ იმაზე გეფიქრებათ, რომ მოზარდები ყალბ ასაკს შეიყვანენ ინსტაგრამში, გეტყვით, რომ მას უკვე აქვს ასაკის გადამოწმების ფუნქციონალი, რაც ინდივიდის წლოვანების ვიდეოსელფით ან ID-ით დადასტურებას მოიაზრებს. 

აქვე ბოლოდროინდელ კვლევებსაც თუ გადავხედავთ, რომლებიც გვეუბნება, რომ სოციალური მედიის გამოყენება, ზედამხედველობის გარეშე, მოზარდებში შფოთვის, დეპრესიისა და კიბერბულინგის საფრთხეს უკავშირდება, მივხვდებით, რომ ინსტაგრამისგან Teen Accounts დროული სვლა იყო…

სავარაუდოდ, ფუნქცია გლობალურად მომავალი წლიდან ჩაეშვება. 

გასტრონომ ჯგუფი ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად

ერთგულად მიჰყევი ჩანაფიქრს – „მეტროპოლის“ სივრცე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე