in

Instagram-მა Twitter-ის ახალი კონკურენტი აპლიკაცია Threads ჩაუშვა!

M2

Meta-სგან სხვა აპლიკაციების კოპირება არც თუ ისე უჩვეულოა, რადგან ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ აქამდეც. ახლა კი Twitter-ის ბოლო გაურკვევლობების საპასუხოდ, Instagram-მა მისი კონკურენტი აპლიკაცია Threads ჩაუშვა. აპლიკაცია როგორც iOS-ზე, ისე Android-ზეა ხელმისაწვდომი.

ჩვეულებრივ, თქვენი ძველი აპლიკაციის, ტვიტერის მსგავსია, მაგრამ ნაკლები ილონ მასკითა და მეტი მარკ ცუკერბერგით. თითოეულ პოსტში 500 სიმბოლომდე შეგიძლიათ დაამატოთ მაშინ, როცა ტვიტერზე ეს ციფრი 280-ს უდრიდა. შეიძლება მოიცავდეს როგორც ბმულებს, ისე ფოტოებსა და ვიდეოებს 5 წუთამდე ხანგრძლივობით, რაც 2-ჯერ მეტია ტვიტერის მაჩვენებელზე.

საინტერესოა ისიც, რომ Meta-ს უკვე ჰყავს აპლიკაციის ისეთი მომხმარებლები, როგორებიცაა Netflix, გორდონ რამზი, შაკირა, კინგსლი კომანი, ლანდო ნორისი, ოსკარ პიასტრი, სტივენ ბარტლეტი, სეთ კარი და გარი ვი. დიახ, ნამდვილად ღირს ცდა…

გამომდინარე იქიდან, რომ მეტას უკვე დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ონლაინ ცხოვრებაში, Threads-ში დარეგისტრირებაც საკმაოდ მარტივია — შესვლას თქვენი ინსტაგრამის ანგარიშის სახელითა და პაროლით შეძლებთ. სახელი იგივე იქნება, მაგრამ შეცვლაც შეგიძლიათ. იმაზე უფრო მარტივიცაა ვიდრე, ტვიტერის სხვა ალტერნატივები. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრების სათითაოდ მოძებნა არ დაგჭირდებათ და იმ ანგარიშებს დაათვალიერებთ, რომლებსაც ინსტაგრამზე მიჰყვებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ Threads იმ ტექნოლოგიური პლატფორმების გვერდით დადგა, რომლებიც ჩვენთვის საყვარელი ტვიტერის ალტერნატივას გვთავაზობენ — Bluesky, Mastodon, Spill, Substack Notes და სხვა. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, დავაკვირდეთ, როგორ გაუწევენ ისინი ერთმანეთს კონკურენციას…

METROPOL-მა აჭარის რეგიონში ექსკლუზიურად Louvre Hotels Group შემოიყვანა

„უნიკალური კონცეფცია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე“ – მარიამ ხარატი, „თბილისი ჰილსის“ მარკეტინგის მენეჯერი