in

Instagram ვიდეო სელფის დახმარებით მომხმარებელთა ასაკს დაადგენს

veon
veon

ამ საკითხის განხილვა საინტერესო სტატისტიკური მონაცემებით უნდა დავიწყოთ — სოციალურ მედიაში ყოველი მესამე ბავშვი იტყუება, რათა წვდომა ჰქონდეს ზრდასრულთა კონტენტზე. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა რეალური ასაკის ამოცნობა, რისთვისაც Instagram Yoti-ს, კომპანიის მიერ შექმნილ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს იყენებს. დიახ, მსგავსად, იგი დაადგენს, მომხმარებლები არიან თუ არა 18-წელზე ნაკლების. 

თუმცა ეს უბრალოდ იდეა არ არის, ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ივნისში დაიწყეს… ახლა კი Instagram ვიდეო სელფის ასაკის ვერიფიცირების ხელსაწყოს გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის ხდის ხელმისაწვდომს.

მეტიც, Instagram-ზე ზრდასრულის სტატუსით დასარეგისტრირებლად მართვის მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენაც დაგჭირდებათ. ვიდეოს ვერიფიკაციას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება მაშინ, როცა ძველი მეთოდით ამის გარკვევას 2 დღე დასჭირდებოდა. 

საინტერესოა ისიც, რომ ყველა 18 წლამდე მომხმარებლის ანგარიში პირადი გახდება. ისინი შეხსენებებსაც მიიღებენ, რათა ნაკლები დრო გაატარონ პლატფორმაზე.

თუმცა რამდენად სწორი შეიძლება იყოს Yoti-ს AI ალგორითმი? თუ კომპანიას დავუჯერებთ, მათ ხელსაწყოს 13-დან 17 წლამდე ასაკის მომხმარებლების სწორად იდენტიფიცირება შეუძლია ისევე, როგორც 23 წლამდე ასაკის მომხმარებლების 99.65%-ის. მსგავსად კი, Meta თინეიჯერების დაცვასაც უკეთ მოახერხებს. თანაც, მისი თქმით, Yoti-ში გაგზავნილი სურათები ან ვიდეო ასაკის იდენტიფიცირების შემდგომ წაიშლება. 

მაღვიძარას Snooze ღილაკის გამოყენება საზიანოა — კვლევა

მეცნიერები „უცხოპლანეტელებთან კონტაქტის პროტოკოლს“ ქმნიან