1
Apr
2019

Instagram ვიდეოს გადახვევის ფუნქციას ტესტავს

1 Apr 2019

Alta
Alta


შესაძლოა, მალე Instagram-ზე ვიდეოს გადახვევა შეძლოთ. ახალი ფუნქციის შესახებ ინფორმაციას მკვლევარი ჯაინ ვონგი, Twitter-ზე  ავრცელებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Instagram სიახლეების კედელზე დაპოსტილი ვიდეოს გადახვევის ფუნქციას ტესტავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფუნქცია უკვე აქვს Instagram-ის IGTV-ის, თუმცა, ფოტო-ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებელს, სიახლეების ზოლში არსებული ვიდეოების გადახვევა აქამდე არ შეეძლო.

Instagram 2010 წელს დაფუძნდა, 2012 წელს ის Facebook-მა მილიარდ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც, პლატფორმამ ზრდა განაგრძო. დღევანდელი მონაცემებით, Instagram-ის მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.

განხილვა