in

Instagram-ზე ვიზუალური საძიებო სისტემა ვითარდება!

ახალი ფუნქცია სავაჭრო მახასიათებლების განვითარებას უკავშირდება

veon
veon

მარკ ზაკერბეგი კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს, რომელიც უშუალოდ ინსტაგრამის ვიზუალურ საძიებო სისტემას ეხება. თავის მხრივ, ახალი ფუნქცია სავაჭრო მახასიათებლების განვითარებას უკავშირდება.

ახალი ფუნქცია Snapchat-ისა და Pinterest-ის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების მსგავსი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე პლატფორმამ დიდი ინვესტიცია ჩადო ამ მახასიათებელში, რადგან ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ახლა კი მათ რიგებს ინსტაგრამიც უერთდება – როგორც ზაკერბერგი ამბობს, რაიმე სახის ვიზუალური ძიების შემდეგ პლატფორმა თავად გამოავლენს მსგავს პროდუქტებს, რომლებიც ინსტაგრამზე მოიპოვება.

“როდესაც მომხმარებელი რაღაც სასურველს იპოვნის, შეძლებს, დააკლიკოს და მისი მსგავსი პროდუქტები აღმოაჩინოს ყველა იმ მაღაზიაში, რომელშიც ეს ნივთი მოიპოვება. ვფიქრობთ, ვიზუალური ძებნა ნამდვილად გამოადგება ყველას” – აღნიშნავს მარკ ზაკერბერგი.

გარდა ინსტაგრამის ვიზუალური საძიებო სისტემისა, კომპანია Facebook მაღზიების Marketplace-სა და WhatsApp-ში დანერგვას გეგმავს.

ასევე, კომპანია მუშაობს “მაღაზიების რეკლამებზე”, რაც კომპანიებს საშუალება მისცემს, რეკლამები “ხალხის ინდივიდუალური სავაჭრო უპირატესობების” საფუძველზე შექმნან. ზარკერბერგის თქმით, საბოლოოდ, ფეისბუქმა, სპეციალური შეთავაზებებით ან აქციებით, შესაძლოა, ამ რეკლამების კიდევ უფრო მეტი პერსონალიზება მოახდინოს.

ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

როგორ ვუყუროთ 2021 წლის ბოლო სუპერმთვარეს – ანუ, “მარწყვის მთვარეს”?