11
Dec
2018

Instagram-მა ხმოვანი შეტყობინებების ფუნქცია დაამატა

11 Dec 2018

veon
veon


“ინსტაგრამმა” ხმოვანი შეტყობინებების ფუნქცია დაამატა. ამგვარად, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, სათქმელი მაქსიმუმ, ერთწუთიანი აუდიოჩანაწერით გადასცენ ერთმანეთს. აუდიო შეტყობინებები ჯგუფურ ჩატებშიც დაშვებულია. აუდიოშეტყობინებების გაგზავნა მიკროფონის ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერითაა შესაძლებელი. ფუნქცია ოპერაციული სისტემებისთვის iOS და Android არის მისაწვდომი.

ამ სიახლის დანერგვა “ინსტაგრამმა”, ცოტა არ იყოს, დააგვიანა, “ფეისბუკისგან” განსხვავებით, რომელსაც ხმოვანი შეტყობინებების ფუნქცია უკვე წლებია, რაც აქვს. შესაძლოა, ეს “ინსტაგრამის დასასრულსაც” მოასწავებდეს, რაც Facebook-თან მის მსგავსებას კიდევ უფრო ზრდის.

განხილვა