in

Instagram-ის ახალი ფუნქცია თქვენ მიერ ნანახი რილსების ისტორიას შეინახავს

თუ აქამდე ინსტაგრამზე თქვენ მიერ ნანახი რილსების ისტორია არ ინახებოდა, ახლა ამას Watch History-ის ფუნქციით გთავაზობენ. მართალია, ტიკტოკზე მსგავსი ფუნქციით სარგებლობა აქამდეც შეგეძლოთ და რაღაც მნიშვნელოვან სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ფიქრობენ, რომ ასე მომხმარებელთა გამოცდილება კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ახალი ფუნქციის გამოყენებით შეგიძლიათ, იმ ვიდეოებს დაუბრუნდეთ, რომელთა შენახვაც გადაგავიწყდათ ან ვერ მოახერხეთ — შესაძლოა, რაღაც საინტერესო რილსის ყურებისას უცბად სატელეფონო ზარი მიიღეთ, შემთხვევით აპლიკაცია გაგეთიშათ ან ყურადღების რაღაც სხვა საკითხზე გადატანა მოგიწიათ, სწორედ ასეთ სიტუაციებს მოგიგვარებთ Watch History — გადადით თქვენს პროფილზე, შემდგომ პარამეტრებში და გახსენით Your Activity, ადგილი, სადაც უკვე ახალი ფუნქცია დაგხვდებათ. 

აქტივობის ისტორია კონკრეტული თარიღის, გასული კვირის ან თვის მიხედვით შეგიძლიათ, დაახარისხოთ. წაშლასაც შეძლებთ, თუ მოგინდებათ. ამის გამო კი, ინსტაგრამის ახალ ფუნქციას უფრო მოქნილად აღწერენ, ტიკტოკთან შედარებით, რომელიც მომხმარებლებს ნანახი ვიდეოების ავტორის მიხედვით ან ქრონოლოგიურად დალაგების შესაძლებლობას სთავაზობს. 

ამ ფუნქციის ჩაშვების გადაწყვეტილება მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნის გამო მიიღეს. აქამდე მათ ნანახ რილსებზე წვდომის ხელახლა მისაღებად აპლიკაციიდან მონაცემების ჩამოტვირთვა და ნახვების ისტორიის აღდგენა უწევდათ. ახლა კი ახალი ფუნქცია პროცესს მეტად გაამარტივებს და მსგავსი ქმედებების საჭიროებებსაც აარიდებს მათ თავიდან. ამას ემატება ისიც, რომ ინსტაგრამზე რილსების ყურება ტიკტოკის გამოცდილებას ემსგავსება…

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

„ჩვენს თაობას შეუძლია, საქართველო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიან ღვინის მწარმოებელ ქვეყნად აქციოს” – შალვა ოთარაშვილი