in

Instagram-ის ვებვერსიიდან პირადი შეტყობინებების გაგზავნა/მიღება უკვე ყველას შეუძლია

veon
veon

Instagram-მა, მომხმარებლებისთვის პირდაპირი კომუნიკაციის – პირადი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია ვებვერსიაშიც აამოქმედა. ფუნქცია იანვრიდან იცდებოდა მომხმარებელთა მცირე ჯგუფზე. დღეიდან, მისით სარგებლობა ყველას შეუძლია.

სანამ სიახლეს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა, ინსტაგრამმა პირადი მიმოწერებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა და ეცადა, ვებვერსიაში ზუსტად გამეორებულიყო აპლიკაციის მიმოწერის ფუნქცია. მათ შორის, ემოჯების არჩევანისა და გაგზავნილი ფოტო/ვიდეომასალის გალერეების კუთხით.

ინსტაგრამის ვებვერსიაში გაჩენილი პირადი მიმოწერის ფუნქცია შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებს. მათ შორის, ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისთვის თუ სოციალური მედიის მენეჯერებისთვის. ხშირად, სხვადასხვა კომპანიის, მედიაგამოცემისა თუ ინფლუენსერის ინსტაგრამ გვერდი დღეში ბევრ პირად შეტყობინებას იღებს, მათზე პასუხი კი, შესაძლოა, ვებვერსიით უფრო მოსახერხებელი იყოს.

პირადი შეტყობინებების ფუნქციის ამოქმედება ფეისბუკის დამფუძნებლის – მარკ ზაკერბერგის ხედვასთანაა თანხვედრაში. გასულ წელს, ზაკერბერგი ამბობდა, რომ ონლაინ კომუნიკაციის სამი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებებია – პირადი შეტყობინებები, ჯგუფები და სთორები (Stories). ცნობილია ისიც, რომ შესაძლოა, Facebook, WhatsApp-ისა და Instagram-ის მომხმარებლებმა ერთმანეთთან მიმოწერა, ერთი პლატფორმიდან მეორეში შეძლონ, მიუხედავად იმისა, ამ სამიდან რომელი პლატფორმის მომხმარებლები არიან.

პანდემიის შემდეგ, განვითარების ახალი ეპოქა შესაძლოა აზიიდან დაიწყოს

Jeep-ის ეს რეკლამა”ზაზუნას დღე” პანდემიურ ყოველდღიურობას ჰგავს