ინსტაგრამმა დაცული ინტერნეტის დღეს (8 თებერვალი) რამდენიმე ახალი ფუნქცია მიუძღვნა. აპლიკაციას ახალი განყოფილება დაემატება სახელწოდებით – Your Activity – თქვენი აქტივობა. ის უზრუნვეყლოფს მომხმარებელთა შესაძლებლობას, წაშალონ პოსტები და კომენტარები, ისე, რომ მათი ძებნა სიახლეების ზოლზე არ დასჭირდეთ. Your Activity-ში ასახეული იქნება არა მხოლოდ პოსტები, არამედ აპლიკაციაში თქვენი წარსული ინტერაქციაც. ეს ეხება როგორც სიახლეების ზოლს ისე „Reel“ და „Story“ განყოფილებებს.
„თქვენი აქტივობის“ განყოფილებაში ხელმისაწვდომი იქნება წაშლილი და დაარქივებული კონტენტი, რომელიც ამჟამად მენიუს ცალკე სექტორშია განთავსებული. თუმცა აქ ვერ შეხვდებით ძიების ისტორიისა და ბმულების იმ ნაწილს, რომელიც მომხმარებელმა პოსტის საშუალებით გახსნა.
კიდევ ერთი ფუნქცია, რომელსაც სოციალური მედიის პლატფორმა, ონლაინ უსაფრთხოების ზომების შესაბამისად ნერგავს არის Account Status – ანგარიშის სტატუსი. ის გიჩვენებთ ინფორმაციას ნებისმიერი პოსტის შესახებ, რომელიც შესაძლოა წაიშალა, ასევე აცნობებს მომხმარებლებს, ემუქრება თუ არა მათ ანგარიშს გათიშვის საფრთხე.