in

Instagram-ზე Reels-ის ჩამოტვირთვას უკვე ყველა მომხმარებელი შეძლებს!

თუ აქამდე ინსტაგრამზე მხოლოდ Reels-ის შენახვა შეგეძლოთ, ახლა უკვე აპლიკაცია ყველა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისინი საკუთარ მოწყობილობებში ჩამოტვირთონ. როგორც პლატფორმის ხელმძღვანელი ადამ მოსერი გვეუბნება, ჩამოტვირთულ ვიდეოს ინსტაგრამის ლოგო ექნება ავტორის ანგარიშის სახელთან ერთად. ზუსტად ისე, როგორც TikTok-ზე…

პროცესი კი საკმაოდ მარტივია — Share-ის ღილაკს უნდა დააკლიკოთ და შემდგომ  ჩამოტვირთვის ღილაკი აირჩიოთ. ხოლო თუ იმ Reel-ს გადმოწერთ, რომელიც ლიცენზირებულ მუსიკას იყენებს, ჩამოტვირთულ ვიდეოს ხმა არ ექნება. ეს მხოლოდ ორიგინალი აუდიოს შემთხვევაშია შესაძლებელი. და თუ არ გსურთ, სხვებმა თქვენი ვიდეოები გადმოწერონ, Instagram საშუალებას გაძლევთ, ჩამოტვირთვის უფლება გამორთოთ: Settings > Privacy > Reels > Allow people to download your Reels > Off.

საინტერესოა ისიც, რომ ინსტაგრამიდან ვიდეოების გადმოწერის შესაძლებლობა ამერიკელ მომხმარებლებს ჯერ კიდევ ივნისში მიეცათ, თუმცა ახლა პლატფორმა Reels-ის ჩამოტვირთვის ფუნქციას გლობალურად ხელმისაწვდომს ხდის.

What You Leave Behind — კამპანია სიყვარულსა და დანაკარგზე

საშობაოდ სამზარეულოს ხელთათმანებიც მღერიან — მარტივი და სახალისო რეკლამა