in

Instagram-ის ახალი ფუნქცია – გამოჩნდეს თუ არა, მოწონებების რაოდენობა?

ამის მთავარი მიზეზი “ინსტაგრამის დეპრესიაა”

veon
veon

ხანგრძლივი კამათი იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა “ინსტაგრამზე” მოწონებების რაოდენობის ნახვა ხილული, დასრულდა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ეს თქვენზეა დამოკიდებული. 

ოთხშაბათს, ინსტაგრამის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ Twitter-ზე “თვითი” გამოაქვეყნა, სადაც განმარტა – “პლატფორმა ახალ ვერსიას გთავაზობთ, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის უკეთესი გამოცდილება აირჩიოთ. თქვენზეა დამოკიდებული, ნახავთ თუ არა სხვების მოწონებების რაოდენობას და გამორთავთ ამ ფუნქციას თქვენს პოსტებზეც, თუ ახლანდელ ვერსიას შეინარჩუნებთ”. ასევე, მოსერიმ დასძინა, რომ მსგავს ფუნქციას Facebook-ზეც განიხილავენ. 

აღსანიშნავია, რომ Instagram უკვე დიდი ხანია, ამ საკითხს განიხილავს და ცდილობს გაარკვიოს, რამდენად სასარგებლო იქნება ეს ცვლილება მომხმარებლებისთვის. სწორედ ბუნებრივია, ეს დადებითად არ აისახება ისეთ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ მოწონებების რაოდენობას საქმიანი დატვირთვით იყენებს. 

მოსერიმ 2019 წელს, როდესაც მსგავსი ექსპერიმენტი ჩატარდა, განაცხადა, რომ ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი “ინსტაგრამის დეპრესიაა”. მას სურს, მომხმარებლებში შფოთვა და “სოციალური შედარებები” შეამციროს. ჩვენ გვინდა, თქვენმა მეგობრებმა ყურადღება გაამახვილონ თქვენ მიერ გაზიარებულ კონტენტზე და არა იმაზე, თუ რამდენი მოწონება აქვს მათ” – აღნიშნა მოსერიმ. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი ინსტაგრამის ყველა მომხმარებლისთვის, მაგრამ მოემზადეთ – ჰორიზონტზე დიდი ცვლილებაა…

ჩვენს წინაპრებში ადამიანის მსგავსი ტვინი პირველად 1.7 მილიონი წლის წინ გამოჩნდა

Forbes: „ბარსელონა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია