in

Instagram-ის ახალი პოლიტიკა სიძულვილის ენის წანააღმდეგ

კომპანია ორიენტირებულია მხოლოდ ცალკეულ პოსტებზე და არა მთლიან ანგარიშებზე

veon
veon

ინსტაგრამი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ახალი პოლიტიკით იბრძოლებს. სოციალურ ქსელში ჰომოფობიური პოსტები ახალი, უფრო მკაცრი მეთოდით გაკონტროლდება. 

“თუ ჩვენმა სისტემამ აღმოაჩინა, რომ პოსტი სავარაუდო ბულინგს, სიძულვილის ენას ან ძალადობის წახალისებას შეიცავს, გამომწერები მას მაქსიმალურად გვიან შეხვდებიან, როგორც სიახლეების ზოლში, ისე Story-ში”, — წერია ინსტაგრამის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში 

ამრიგად, ახალი პოლიტიკის თანახმად, პოსტი, რომელსაც, შესაძლოა, შეურაცხმყოფელი შინაარსი ჰქონდეს, მყისიერად არ წაიშლება — ალგორითმი მათ პრიორიტეტულობას შეამცირებს და მაქსიმალურად ეცდება, მომხმარებლის რაც შეიძლება, მცირე რაოდენობამ ნახოს. იმავე პრინციპი შეეხება დეზინფორმაციის შემცველ პოსტებსაც. 

ასევე, ინსტაგრამმა გამოაცხადა, რომ ამიერიდან პოსტების რეკომენდებისას მომხარებლის ანგარიშის სრულ ისტორიას გაითვალისწინებს. თქვენთვის საჩვენებელი კონტენტის პრიორიტეტების განსაზღვრისას ალგორითმი არა მხოლოდ დადებით გამოხმაურებებს, არამედ საჩივრებსაც (რეპორტებს) მიიღებს მხედველობაში. 

აღსანიშნავია, რომ ახალი პოლიტიკა ორიენტირებულია მხოლოდ ცალკეულ პოსტებზე და არა მთლიან ანგარიშებზე. მომხმარებლის კედელზე სადაც სიძულვილის ენას წააწყდებით, პოსტებს, რომლებიც არ შეიცავენ ჰომოფობიურ ელემენტებს საფრთხე არ ემუქრება. ახალი მიდგომის უკეთ გასააზრებლად, წარმოიდგინეთ, რომ მზის ჩასვლის ლამაზი ფოტო, რომელიც ინსტაგრამმა გირჩიათ, შესაძლოა გადაღებული იყოს თეთრკანიანი ნაცისტების აქციის დროს, მაგრამ ალგორითმი ეცდება, რომ თქვენ ეს ვერასდროს გაიგოთ.

ნახეთ: ხის სანათი, რომელიც მარტოობის განცდას ამსუბუქებს

როგორ სამუშაო გარემოს ქმნის საქართველოში ამერიკული კომპანია Universal Transit?