როგორც ვიცით, Instagam-ის ახალ ლოგოს მომხმარებელი საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა, ზოგიც დღემდე აპროტესტებს მას. ლოგოს მიმართ ასეთი სიყვარული და ერთგულება ბევრ კომპანიას შეშურდება. ძველი ლოგო იმდენად შთამაგონებელი იყო საზოგადოებისთვის, რომ მომხმარებელი ჰეშთეგ #myinstagramlogo–თი ნიშნავდა თავის ნახელავს და ავრცელებდა ხოლმე სოციალურ ქსელში.
თუმცა, მომხმარებლებმა ლოგოს ახლებური ვერსიის აღიარება ნელნელა დაიწყეს და მეტიც, ბევრისთვის შთაგონების წყაროც კი გახდა. Designboom–ზე Instagam–ის ახალი ლოგოს ხილისგან, მძივებისგან, სათამაშოებისგან თუ სხვა “ინგრედიენტებისგან” შექმნილი ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ.
“სიყვარული” გრძელდება, ახალი ლოგოტიპის მომხრეების ნამუშევრები საკმაოდ სასიამოვნო სანახავია. გავა დრო და ახალი ლოგოც საყოველთაოდ მისაღები გახდება.