in

Instagram-მა პლატფრომაზე Tik-Tok-ის მსგავსი კიდევ ერთი ფუნქცია დაამატა!

Remix ფუნქცია ოთხშაბათიდან გახდა ხელმისაწვდომი

veon
veon

Instagram-ის ახალი ფუნქცია ძალიან ჰგავს იმას, რაც TikTok-ზე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. Remix ფუნქცია პლატფორმაზე ოთხშაბათს გახდა ხელმისაწვდომი, რომლის გამოყენებაც ე. წ. Reel-შია შესაძლებელი. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უკვე არსებული ვიდეო ახალი, ორიგინალური კონტენტის შესაქმნელად გამოიყენონ.

ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსენდება TikTok-ის დუეტ ფუნქცია, რომლის გამოყენებითაც უკვე ატვირთულ ნებისმიერ ვიდეოსთან ერთად ახალი, დუეტის ტიპის კონტენტი იქმნება. აღნიშნული მალე იქცა ძალიან პოპულარულ ფუნქციად და ამ ტიპის ვიდეოები ვირუსულად მოედო ინტერნეტ სივრცეს.

ახლა კი, Instagram-ის “რემიქს ფუნქციის” მეშვეობით კონტენტის შემქმნელებს შეუძლიათ, ორიგინალზე მორგებული ვიდეო ჩაწერონ. თანაც, მომხმარებლები აკონტროლებენ როგორც ორიგინალის, ისე საკუთარი ვიდეოს მოცულობასა და აუდიოს.

რადგანაც სხვადასხვა სოციალური პლატფორმები კონკურენციის აქტიურ რეჟიმში იმყოფებიან და ცდილობენ, არაფრით ჩამოუვარდნენ ერთმანეთს, ხშირად ვხვდებით მოთხოვნადი ფუნქციების სხვადასხვაგვარ გამოყენებას. სწორედ ამიტომ, “ინსტაგრამმა” TikTok-სთვის კონკურენციის გაწევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მისი პოპულარობა.

MIT-ს რეზიდენტი Angel ინვესტორი BTU-ში ქართველ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება

დალაგების სერვისი და ხელოსნის მომსახურება ერთ პლატფორმაზე – PROFY