in

Instagram-ს ალგორითმში ცვლილებები შეაქვს

M2

ეს ბევრ კარგ სიახლეს ნიშნავს მომხმარებლებისთვის, თუმცა მათთვის, ვინც სხვების კონტენტს აზიარებს, გარკვეულ გამოწვევასაც შეიძლება ჰგავდეს… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ ცვლილებებზე გადავალთ. როგორც ვიგებთ, ინსტაგრამი მეტად დაუჭერს მხარს ცოტა მიმდევარის მქონე მომხმარებლებს, რომლებიც პლატფორმაზე ორიგინალ კონტენტს ათავსებენ. თუ აქამდე, ათასობით მიმდევარის მქონე ანგარიშებს დიდ აუდიტორიებზე გასვლის საშუალება ჰქონდათ, ახლა ინსტაგრამმა გადაწყვიტა, ყველას თანაბარი პირობები შეუქმნას. ამას კი, როგორც უკვე გითხარით, ცვლილებების ახალი ნაკრებით აპირებენ, რომლებსაც მომდევნო რამდენიმე თვეში დანერგავენ. 

აღსანიშნავია, რომ ამ ამბის შესახებ მას შემდეგ ვიგებთ, რაც კრეატორებმა ალგორითმის კრიტიკა დაიწყეს, რომ იგი უარყოფითად ზემოქმედებდა Reach-ზე… ახლა კი პლატფორმა მეტად გადაანაწილებს მცირე მიმდევრების მქონე კრეატორთა კონტენტს, უფრო ხშირად განათავსებს მათ რეკომენდაციებში, დაამატებს ეტიკეტებს სხვისი პოსტის გადაზიარებისას და რეკომენდაციებიდან ე. წ. კონტენტის აგრეგატორებსაც წაშლის. 

Instagram აცხადებს, რომ იგი რეკომენდაციების განაწილების ახალ გზებზე მუშაობს, რომლებიც მცირე აუდიტორიას მათთვის შესაბამის კონტენტს აჩვენებს. ხოლო, რაც უფრო გაიზრდება კონკრეტულ კონტენტთან ჩართულობა, მით უფრო დიდ აუდიტორიას აჩვენებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ინსტაგრამის გუნდს სწამს, რომ ეს ცვლილება ყველა კრეატორს აუდიტორიის პოვნის თანაბარ შანსს მისცემს. 

მეტიც, თუ პლატფორმა კონტენტის ორ ან მეტ იდენტურ ნაწილს აღმოაჩენს, რეკომენდაციას მხოლოდ ორიგინალს გაუწევს. დიახ, ეს ცვლილება იმას ნიშნავს, რომ ორიგინალი კონტენტი აპლიკაციის რეკომენდაციებში სხვების მიერ გადაზიარებულ პოსტებს ჩაანაცვლებს. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ეს არ შეეხება კონტენტს, რომელიც მნიშვნელოვნად იქნება შეცვლილი. მაგალითისთვის ინსტაგრამი არ ჩაანაცვლებს კონტენტს, რომელიც მიმად ან პაროდიად გადააკეთეს. ამას ემატება ისიც, რომ კონტენტი განთავსდება მხოლოდ იმ სივრცეებში, რომლებშიც Instagram პოსტებს უწევს რეკომენდაციას, იქნება ეს საძიებო გვერდი, თავად რეკომენდაციების თუ Reels. 

ამასთან, მეტას მფლობელობაში არსებული პლატფორმა გადაზიარებულ კონტენტზე იარლიყების დამატებას დაიწყებს, რათა ასე მომხმარებლებს თავდაპირველ კრეატორზე მიანიშნოს. ამ იარლიყს იმ ანგარიშის მიმდევრები ნახავენ, რომლებიც პოსტს აზიარებენ. ამ ეტაპისთვის კი ორიგინალი კონტენტის კრეატორებსა თუ ანგარიშებს საშუალებას მისცემენ, თავადვე განსაზღვრონ, ჰქონდეს თუ არა კონტენტს აღნიშნული ნიშანი. თუმცა ვარაუდობენ, რომ მომავალში მომხმარებლებს ეს შესაძლებლობა აღარ მიეცემათ.

კიდევ ერთი ცვლილება მიმების ანგარიშებსა თუ გვერდებს ეხება, რომლებიც ძირითადად სხვა კრეატორების კონტენტის გადაზიარებით მუშაობს. კომპანიის თქმით, მომდევნო თვეებში აღარ აჩვენებენ რეკომენდაციებში ანგარიშებს, რომლებიც გამუდმებით პოსტავენ სხვა მომხმარებელთა კონტენტს… 

გერმანიაში საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმი, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური პარტნიორობით გაიმართა

Kitchen & Living-ის ვიტრინის სააღდგომო ინსტალაცია