Instagram მომხმარებლებს ახალ დინამიკურ პროფილის ფოტოს სთავაზობს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მთავარ ფოტოდ, როგორც თავიანთი რეალური სურათები, ისე ავატარები დააყენონ.
„ახლა თქვენ შეგიძლიათ სურათის მეორე მხარეს თქვენი ავატარი დაამატოთ და ადამიანები, რომლებიც თქვენს პროფილს ესტუმრებიან, ორივე ვარიანტის ნახვას შეძლებენ“, — აცხადებს მეტას მფლობელობაში მყოფი კომპანია.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ეს სიახლე 2020 წელს შემოგვთავაზა, რათა Snap-ის Bitmoji-ს შესჯიბრებოდა. მას შემდეგ კი, მუდმივად ზრუნავს ავატარების განახლებაზე როგორც Instagram-ზე, ისე Facebook-ზე, WhatsApp-სა და Messenger-ში.