in

Instagram-ზე ფოტოს ვებ-ბრაუზერებიდან ატვირთვა შესაძლებელია!

მალე ეს ფუნქცია გლობალურად ხელმისაწვდომი იქნება

veon
veon

ადამიანთა უმეტესობისთვის სურათის გადაღება და შემდეგ ინსტაგრამზე მობილური აპლიკაციის გამოყენებით ატვირთვა ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მეთოდია. ამასთან, Instagram უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ თქვენი რეგულარული სოციალური მედია პლატფორმა. ის არტისტებს, ბრენდებსა და კომპანიებს თავიანთი კონტენტის გაზიარების საშუალებას აძლევს – ამ შემთხვევაში მხოლოდ მობილურით ატვირთვის შეზღუდვა კი გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ახალი მახასიათებლის მიხედვით ფოტოების ატვირთვა უშუალოდ ლეპტოპიდან იქნება შესაძლებელი!

მოკლედ რომ ვთქვათ, Instagram პოზიციონირებს როგორც კონტენტის შემქმნელებისა და ბრენდების პლატფორმა და მართლაც ძალიან სამწუხაროა, კომპანიას ამდენი დრო რომ დასჭირდა ფოტოების ლეპტოპიდან ატვირთვის ფუნქციის დასამატებლად. ამ დრომდე მომხმარებლებს, რომლებიც ფოტოს სპეციალური კამერით იღებდნენ, მისი კომპიუტერში და შემდეგ მობილურში გადაწერა უწევდათ (ღრუბლოვანი სერვისის ან USB კაბელის გამოყენებით).

ამ ეტაპზე ახალი ფუნქციით უკვე მრავალი მომხმარებელი სარგებლობს. ინტერფეისი მხარს უჭერს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც მობილურ აპლიკაციაშია მოცემული, მათ შორის, ფილტრების შერჩევასა და ფოტოს რედაქტირებას. ანალოგიურად, შესაძლებელია აღწერის, ადგილმდებარეობის დამატემა და კომენტარების გამორთვა.

ასე რომ, კონტენტის შემქმნელებს მეტად გაუადვილდებათ პლატფორმის გამოყენება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ფუნქცია გლობალურად ხელმისაწვდომი, თუმცა, სავარაუდოდ, ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს.

გადაიხადე საკომისიოს გარეშე – აქცია „თიბისი ფეისგან“

“აქტუალური მუსიკის ფესტივალი 2021” 27 ივნისიდან დაიწყება