in

რატომ და როგორ უნდა შევქმნათ კარუსელი Instagram-ზე

ცნობილია, რომ ინსტაგრამის კარუსელები ჩვეულებრივ პოსტებთან შედარებით გაცილებით მეტ წვდომასა და ჩართულობას იწვევს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გახადოთ კარუსელის პოსტები თქვენი ინსტაგრამის სტრატეგიის ნაწილი.

რა არის „კარუსელი“ ინსტაგრამზე

ეს არის პოსტის ფორმატი, რომელიც არა ერთ, არამედ რამდენიმე სლაიდს აერთიანებს (ძირითადად, ფოტოებს, ზოგჯერ ვიდეოებსაც). თუ შეგხვდა ისეთი პოსტი, რომელსაც ქვემოთ რამდენიმე წერტილი აქვს და გადასქროლვის საშუალებას გაძლევს, იმას ნიშნავს, რომ კარუსელს უყურებ. ეს საინტერესო კონტენტია, რადგან საშუალებას გაძლევს, ერთი პოსტით ბევრი რამ თქვა და თანაც ისე, რომ მომხმარებელი არ დაღალო.

რატომ არის მნიშვნელოვანი კარუსელი

  • ჩართულობა – კარუსელები ხშირად უკეთ მუშაობს, ვიდრე ერთფოტოიანი პოსტები;
  • მრავალმხრივი კონტენტი: თუ გაქვს ისტორია, პროდუქტის მახასიათებლები, before-after სურათები, ინფორმაცია ან ტუტორიალი, კარუსელი გაძლევს სივრცეს, რომ ყველაფერი ერთად და ლოგიკურად წარმოადგინო;
  • ვიზუალური კონტენტი: ვიზუალურად ერთგვაროვანი, სტილური სლაიდები ქმნის პროფესიულ, მიმზიდველ პოსტსეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრენდებისთვის, შემოქმედებისთვის, ან ვისაც სურს მაღალი ხარისხის „ფიდი“;
  • მოქნილობა – კარუსელში შეგიძლია ერთნაირად გამოიყენო როგორც ფოტოები, ასევე ვიდეოები, რაც კონტენტს მრავალფეროვანსა და მოქნილს ხდის.

ამიტომ, თუ გსურს არა მხოლოდ ფოტოს, არამედ ისტორიის გაზიარება, კარუსელი იდეალური ვარიანტია.

როგორ შევქმნათ კარუსელი

ეს ინსტრუქცია ეყრდნობა ბოლო განახლებებს (2025)

  • ნაბიჯი 1 – ახალი პოსტი გახსენით Instagram აპლიკაცია და დააჭირეთ „+“ ღილაკს;
  • ნაბიჯი 2 – Post-ის არჩევა;
  • ნაბიჯი 3 – ბევრი მედიის არჩევა („Select Multiple“) – პირველი სლაიდი არის ის, რამაც ყველაზე მიმზიდველი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს, ამიტომ ყურადღებით აარჩიეთ;
  • ნაბიჯი 4 – ფილტრები და ედიტირება. თუ გსურთ ფილტრების დაყენება, ტექსტები ან მუსიკა ვიდეოზე, შეგიძლიათ დაამატოთ სლაიდს, სხვა შემთხვევაში კი – უბრალოდ, Next;
  • ნაბიჯი 5 – აღწერა, ჰეშტეგები, ტეგები, ლოკაცია, შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ: წარწერა (caption), ჰეშტეგები, მეგობრების ან პროდუქტის ტეგები ან ლოკაცია;
  • ნაბიჯი 6 – პოსტის გამოქვეყნება.

მნიშვნელოვანი პარამეტრები: 

სურათებისთვის: გაფართოება 1080 px სიგანე; სიმაღლე სიტუაციის მიხედვით: 566 px, თუმცა პორტრეტებისთვის 1350.

რჩევები, რომ კარუსელი იყოს ეფექტური

  • აირჩიე ისეთი პირველი ფოტო, რომელიც თავისით აღძრავს ინტერესს;
  • თუ ყველა სლაიდს ერთ სტილში გააკეთებ: ფერები, ფონტი, ფორმატი – შენი პოსტი ექნება პროფესიული;
  • თემა + ლოგიკური სტრუქტურა: მაგალითად — before/after, ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი უნდა იყოს და არ აირიოს კონტენტი;
  • ჰეშთეგები + ტეგები + აღწერა: არ დაგავიწყდეს, რომ დამატებითი ტეგები, შესაბამისი ჰეშტეგები და კარგი აღწერა ხელს შეუწყობს პოსტს მეტი ადამიანი ჩართოს.

რა დროს უნდა გამოიყენოთ კარუსელი

Instagram-ის კარუსელის პოსტის გამოყენების რამდენიმე საუკეთესო გზაა:

  • საგანმანათლებლო კონტენტი
  • მონაცემები და ინფოგრაფიკა
  • სახელმძღვანელოები
  • ბრენდის ისტორიები
  • before/after
  • ფოტოების კოლექციები
  • პროდუქტის ანონსი
  • პროდუქტის/ბრენდის განახლებები
  • მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი
  • ღონისძიების მნიშვნელოვანი მომენტები
  • კულისებს მიღმა

კარუსელი – ეს არის ერთდროულად სტრატეგიული და ვიზუალური ინსტრუმენტი. მისი დახმარებით, კონტენტი ხდება უფრო მიმზიდველი და საინტერესო. თუმცა კარუსელი თავისთავად ვერაფერს გააკეთებს, თუ მაღალ ხარისხიან პოსტს არ მოამზადებსთ. სტრატეგიულად მიუდექით კარუსელის პოსტებისთვის ვიზუალურ მხარეს, რათა შექმნათ არხი, რომელიც თანმიმდევრული და ბრენდის შესაბამისი იქნება.

Gamez-ამ ახალი წიგნი გამოუშვა — „წიგნი დუდლისა“

შიშველი შეფუთვა — Doritos X Cheetos რენესანსის ეპოქაში შედიან