15
Jul
2016

ინტერაქტიული ინსტალაცია – მომაჯადოვებელი სანახაობა Down The Rabbit Hole–ის ფესტივალზე

15 Jul 2016

ნიდერლანდებში სულ ცოტა ხნის წინ ფესტივალი Down The Rabbit Hole გაიმართა. ფესტივალის შინაარსი ზუსტად ისეთი არაორდინალური და განსხვავებულია, როგორც მისი სახელწოდება. 24 დან 26 ივნისის ჩათვლით, იქ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები, ხელოვანები, დიზაინერები, რეჟისორები და ფოტოგრაფები იკრიბებიან და ისინი მაყურებელს სრულიად წარმოუდგენელ სანახაობას სთავაზობენ ხოლმე.

გამონაკლისი არც წლევანდელი მოვლენა ყოფილა. ფესტივალის ფარგლებში, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური სანახაობა ინტერაქტიული “შუქურა” იყო. წყალში დამაგრებულმა უჩვეულო ფიგურამ და მისგან წამოსულმა მომაჯადოვებელმა მელოდიამ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიქცა. თუმცა, ყველაფერი შებინდებასთან ერთად დაიწყო. გარდა იმისა, რომ მისგან საოცრად ლამაზი განათება,ფერები და ჰანგები მოდიოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის აღმოჩნდა, რომ ის მსმენელების და მაყურებლის ქმედებებზე რეაგირებდა. თუ მაგალითად, ვინმე დაუძახებდა, სანაცვლოდ პასუხსაც ღებულობდა. მაყურებლის წაცეკვებაზე ფიგურისგან შესაბამისი განათება მოდიოდა.

 

 

2016 წლის Down The Rabbit Hole–მა ნამდვილად ძალიან ორიგინალურად დაამახსოვრა ფესტივალზე მყოფ საზოგადოებას თავი. საოცარი მელოდიებითა და განათების საოცარი ეფექტებით მოჯადოებული მაყურებელი ალბათ უკვე სულმოუთქმელად ელის შემდეგ ფესტივალს.

განხილვა