in

ნახეთ: ინსტალაცია, როგორც ინდიელებისადმი გამოხატული სოლიდარობა

Passage of Peace 9 ვიგვამისგან შედგება

ონეიდას ხალხმა არტ-ინსტალაცია წარმოადგინა, რომელიც მშვიდობისა და იმედის გაზიარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ინსტალაცია, სახელწოდებით Passage of Peace 9 ვიგვამისგან შედგება (ამერიკის ინდიელთა საცხოვრებელი გუმბათისებრი ქოხი) და ცენტრალური ნიუ-იორკის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

სამწუხაროდ, Covid-19-ის პანდემია განსაკუთრებით მძიმედ შეეხო ამერიკელ ინდიელებს… სწორედ ამასთან დაკავშირებული სოლოდარობის ნიშნად შეიქმნა ნამუშევარიც. სტატისტიკას თუ მივმართავთ, ყოველი 475 მკვიდრიდან ერთი გარდაიცვალა კორონავირუსით, მაშინ, როცა ყოველი 825 თეთრკანიანი ამერიკელიდან ერთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდებოდა პანდემია.

ონეიდას ხალხმა ვიგვამები აღიარებისა და აღნიშვნის სიმბოლოდ აირჩია იმ პრობლემებისთვის, რომელთა წინაშეც იმყოფებიან მკვიდრი ამერიკელები. “ვიმედოვნებთ, რომ Passage of Peace ადამიანების ყურადღებას ინდიელ ხალხში არსებული პრობლემებისკენ მიაპყრობს. ასევე, მშვიდობისა და ხსოვნის გზავნილს გადასცემს ჩვენს მეზობელ საზოგადოებებს” — ამბობს რეი ჰალბიტერი, ონეიდას ხალხის წარმომადგენელი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“, ზამთრის ტრანსფერებისას, არავაქცინირებული ფეხბურთელის შეძენაზე უარს ამბობს! 

გახსენი დღესასწაული მხოლოდ ჰოლოგრამიანი Galaxy-ით!