in

ინსტინქტების როლი მარკეტინგში

ინსტინქტებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ენა ხშირად ადამიანის სხეულისა და მისი შეგრძნებების მეშვეობით ვლინდება. მაგალითად, არაერთხელ გაგვიგია ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „აკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია“; „მოუსმინე შენს გულს“ (ან შინაგან ხმას) და ა. შ. ამ ცნებებს მხოლოდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას კი არ უკავშირებენ, არამედ მარკეტინგშიც იდეალურად ითვისებენ.

კორპორატიული გარემო, ციფრული ეკოსფეროები, საცალო სივრცეები, თავად პროდუქტი და მისი შეფუთვა, ბიზნეს ლიდერების ქცევები და ქმედებები — აქ ჩამოთვლილიდან ვერცერთი იქნება წარმატებული, თუკი რაღაც მხრივ ინსტინქტებს არ დაეყრდნობიან. ბრენდებს, რომლებიც ემოციურ კავშირს მაღალ დონეზე ამყარებენ თავიანთ მომხმარებლებთან, კონკურენტებთან მიმართებით დიდი უპირატესობა აქვთ.

„თუ გულით ვქმნი, თითქმის ყველაფერი ამართლებს. თუ გონებით — თითქმის არაფერი“, — ეს სიტყვები მოდერნისტ მხატვარ მარკ შაგალს ეკუთვნის, თუმცა მხოლოდ ხელოვნების სფეროს არ მიემართება. თავის მხრივ, დღეისათვის ნებისმიერი ბიზნესი აღიარებს, რომ კრეატიულობა ინოვაციის საწინდარია; ხოლო ინოვაცია განვითარების მუხტი. კომერციულ სამყაროში კი, სადაც ორიგინალობა და განსხვავებულობა აუცილებელია, მხოლოდ რაციონალურ, სისტემურ აზროვნებაზე დაყრდნობამ შეიძლება შემოქმედებითი იდეების წარმოება შეზღუდოს. ამის გათვალისწინებით, ინსტინქტი არსებით როლს თამაშობს ახალი და მრავალფეროვანი ცნებების გენერირებაში.

ახლა, როცა მზარდი მონაცემების, ანალიტიკის, ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ვიმყოფებით, ინსტინქტების შენარჩუნება არაცნობიერთან კავშირს ნიშნავს. ეს უკანასკნელი კი მოულოდნელი, უნიკალური გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. შესაძლოა, მყისიერად ვერ მივხვდეთ, რატომ გვიზიდავს კონკრეტული იდეა, მაგრამ შემდეგ ბუნებრივ მიდრეკილებას განვიცდით.

მარტივად რომ ვთქვათ, ინსტინქტები ერთგვარი შაბლონების ამოცნობაშიც გვეხმარება — გამოწვევებს ახალი პერსპექტივიდან ვუყურებთ, მივყვებით ინტუიციურ ვარაუდებს და ვპოულობთ არატრადიციულ პასუხებს.

მეცნიერებმა 100-ზე მეტი ახალი წყალქვეშა სახეობა აღმოაჩინეს!

Toyota-ს რობოტი სურსათის წაღებაში დაგეხმარებათ