in

მეცნიერებმა ინსულინის აბები წარმატებით გამოსცადეს!

იდეალურ სამყაროში დიაბეტის მართვა ინსულინის ინიექციებს არ უნდა მოიცავდეს და ისეთივე მარტივი უნდა იყოს, როგორიც წამლის გადაყლაპვაა. ამ რეალობასთან კი ახლა მეცნიერებს იმაზე ახლოს მივყავართ, ვიდრე ოდესმე — მათ ინსულინის აბები შექმნეს და თაგვებში წარმატებითაც გამოსცადეს!

M2
M2

გამოდის, თუ ადრე დიაბეტის მქონე ადამიანებს გამუდმებით უწევდათ შაქრის დონის კონტროლი და პერიოდულად ინსულინის ინიექციების მიღებაც, ახლა აბები მათ უფრო მარტივ გზას შესთავაზებს. თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ ინსულინი ხსნადი მოლეკულაა, რომელიც კუჭის მჟავით მანამ იშლება, სანამ ნაწლავებამდე მიაღწევს და სისხლში შეიწოვება. სწორედ ამიტომ, ეს დიდი ხანია, რაც მეცნიერებისთვის გამოწვევას წარმოადგენს… 

ბოლოდროინდელი კვლევებით წამლის ისე შეფუთვა გახდა შესაძლებელი, რომ იგი მჟავაში დაშლას გადარჩენოდა, მაგრამ მაშინაც კი, როცა ნაწლავებამდე აღწევდა, ინსულინი კვლავ პასიურად ვრცელდებოდა, რაც ნამდვილად არ იყო ყველაზე ეფექტური გზა. მომდევნო კვლევებში კი ამ პრობლემის მოგვარება ნანონაწილაკებით სცადეს — შედის სისხლში და ინსულინს მხოლოდ მაშინ უშვებს, როცა გლუკოზის დონე იმატებს. ეს მიკრონემსებით ან ინსულინის პირდაპირ კუჭში შეყვანით უნდა გახდეს შესაძლებელი ან კიდევ რობოტული კაფსულებით, რომლებიც ნაწლავში შეაღწევს. 

ახლა კი მთავარი თემისკენ გადავინაცვლოთ — მეცნიერებმა ახალ კვლევაში აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება შეძლეს, პერორალური აბი შექმნეს, რომელიც ინსულინს მსხვილ ნაწლავში უსაფრთხოდ აგზავნის. ამას კი ქიმიური მიკროძრავებით მიაღწიეს. 3 მილიმეტრი სიგრძის აბი მაგნიუმის მიკრონაწილაკებს ინსულინის შემცველი ხსნარითა და ლიპოსომის ფენით შეიცავს, რაც საკვებ სოდაშია შერეული და ესტერიფიცირებული სახამებლით დაფარული.

ბუნებრივია, აქ თითოეული ინგრედიენტი თავის როლს ასრულებს: სახამებელი აბებს დაშლისგან იცავს მანამ, სანამ იგი მსხვილ ნაწლავამდე მიაღწევს, შემდგომ კი ტაბლეტი მიკრონაწილაკებად იშლება და მაგნიუმს წყალთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს, რათა წყალბადის აირის ბუშტები წარმოქმნას. ეს უკანასკნელი აბს მსხვილი ნაწლავის იმ ნაწილებისკენ უბიძგებს, სადაც ის უფრო ეფექტურად შეიწოვება. 

როგორც უკვე გითხარით, აბების გამოცდა თაგვებში წარმატებით შეძლეს — შაქრის დონე შემცირდა და იმდენად დაბალი დონე შენარჩუნდა, რამდენსაც ინსულინის ინიექციები გვაძლევს. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, მაგრამ თუ მეცნიერთა გუნდის მოსაზრებებს დავეყრდობით, ეს სისტემა მხოლოდ ინსულინის აბების მისაღებად კი არ შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ სხვა მედიკამენტების პერორალური ფორმების შესაქმნელადაც, რომლებიც ტრადიციულად ინიექციით მიიღება.

როგორ ხედავს Apple გამძლეობისა და მონდომების ძალას? — ჩინური ახალი წლისთვის შექმნილი კამპანია

კახეთი New York Times-ის 2023 წლის სამოგზაურო რეკომენდაციებში მოხვდა