in

შესაძლოა, მალე ინსულინის აბები რეალობად იქცეს!

თუ კანადის მეცნიერთა ჯგუფს დავუჯერებთ, მალე ინსულინის წამლების დალევას შევძლებთ. ყოველ შემთხვევისთვის ამისთვის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა — კვლევისას თაგვები, რომლებმაც ინსულინის ხსნადი ტაბლეტი მიიღეს, ზუსტად ისე შეიწოვეს იგი, როგორც მისი ინიექციის დროს. ხოლო, თუ ეს უფრო ფართოდ დამტკიცდება, მათი შედეგები მრავალი დიაბეტით დაავადებულისთვის ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელ მკურნალობის მეთოდსა და ნაკლებად მტკივნეულ გზას შემოგვთავაზებს. 

M2
M2

საინტერესოა ისიც, რომ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც ადამიანები ინსულინს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებისთვის იყენებენ, მთელი ამ დროის მანძილზე კი პირდაპირი ინიექციით მიწოდების ძირითადი მეთოდი არ შეცვლილა. ამ ეტაპზე ავტომატური ინიექციური კალმები გვაქვს, რაც ამ პროცესს დიდად ამარტივებს, თუმცა გარკვეულ დისკომფორტს მაინც იწვევს და საკმაოდ ძვირიცაა. 

გამოდის, დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ყველაზე მოხერხებული ფორმა მაინც აბების მიღებაა, თუმცა მსგავსი მცდელობები ჯერ წარმატებული არ ყოფილა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კუჭში არსებული მჟავები ინსულინს მანამ ანადგურებს, სანამ იგი ღვიძლამდე მიაღწევს. ახლა კი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მათ გამოსავალი იპოვეს. მათი ვერსია არ არის ჩვეულებრივი აბი, რომელსაც პირდაპირ გადაყლაპავთ — ტაბლეტი ღრძილებსა და ლოყას შორის თავსდება. ხოლო პირის ღრუს ამ უბნის გასწვრივ არსებული შედარებით თხელი გარსი ინსულინს იდეალურ საშუალებას უნდა აძლევდეს იმისათვის, რომ გვერდი აუაროს კუჭს და უცვლელად მიაღწიოს ღვიძლამდე. ექსპერიმენტის დროს კი ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. 

წამლის მიწოდებიდან 2 საათის შემდეგაც კი ჩვენ მიერ გამოკვლეული ვირთხების კუჭში ინსულინი ვერ აღმოვაჩინეთ. ყველაფერი ღვიძლში იყო, რაც ინსულინის შესანიშნავი სამიზნეცაა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა, — ამბობს იგონგ გუო, კვლევის წამყვანი ავტორი. 

ინსულინის აბების სხვა ფორმულირებებიც არსებობს, ზოგიერთი მათგანი ადამიანებში კლინიკური კვლევების ეტაპზეც კია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მნიშვნელოვანია მრავალი ვარიანტი გვქონდეს, რათა ვიპოვოთ ის, რომელსაც საბოლოოდ ფინიშის ხაზამდე მისვლა შეეძლება. 

მიღებული საინტერესო შედეგები აჩვენებს, რომ ინსულინის ფორმულირების შემუშავებაში სწორ გზაზე ვართ, ყოველი ჭამის წინ ინსულინის შეყვანა საჭირო აღარ იქნება, ეს ცხოვრების ხარისხსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას მილიონობით ადამიანს გაუუმჯობესებს, —- აცხადებს ანუბჰა პრატაპ-სინი, კვლევის თანაავტორი.

რა არის Push-შეტყობინებები და რისთვის სჭირდებათ ისინი მარკეტერებს?

ნახეთ: ეკრანებზე დატოვებული ანაბეჭდები, როგორც ხელოვნება