Intel-ს სურს, მომხმარებლები დააჯეროს, რომ მისი უახლესი პროცესორები კომპიუტერების ახალ ეპოქას იწყებს… AI PC-ის გვთავაზობს, რომელშიც არსებული პროცესორები უფრო დიდი ენობრივი მოდელების მუშაობაში, ნამუშევრების გენერირებასა და მანქანის სწავლების სხვა ამოცანების შესრულებაში დაგვეხმარება. მოწყობილობის AI-ით გაძლიერება ინტელისთვის იმ ახალი აპლიკაციების გაშვებას ნიშნავს, რომლებიც ან ძალიან ძვირი იყო, ანდაც კონფიდენციალურობის მხრივ, ძალიან რთული ღრუბელში გასაშვებად.
შესაძლოა, კომპანია სრულად მართალიც იყოს, მაგრამ ამ ამბავს მას ვერ მივაწერთ — ის, რაც მათ CES-ის ღონისძიებაზე წარადგინეს, Apple-ის ჩიპებს მოგაგონებთ, რომელსაც მსგავსი დამუშავების ერთეულები 2017 წლიდან აქვს iPhone-ებსა და 2020 წლიდან Mac-ზე. უბრალოდ Intel მეტად ხმამაღლა საუბრობს AI პოტენციალის შესახებ და შეიძლება ეს სწორი მიდგომაც იყოს.
თუმცა CES-ზე Intel-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დემოს ავტორი Rewind-ის სტარტაპი იყო. მათი პროგრამა მიზნად ისახავს ყველაფერი შეინახოს, რასაც თქვენ კომპიუტერთან აკეთებთ — იმის ჩათვლით, თუ რას ბეჭდავთ, რას უყურებთ და რას უსმენთ. შემდგომ კი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა თქვენს აქტივობებში სასურველი რამ მოძებნოს. ხოლო ის, რომ Rewind მოწყობილობაზევე ამუშავებს ამ ყველაფერს, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მომხმარებლებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ მათ, შესაძლოა, არც სურდეთ მთლიანი ინფორმაციის ღრუბელზე გადატანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ Rewind პირველად 1 წელზე მეტი ხნის წინ MacOS-ზე გამოვიდა, როცა კომპანიამ M სერიის პროცესორების შესახებ გვაცნო. კომპიუტერების ინდუსტრიის ანალიტიკოსი ლინ ჰუანგი იმასაც ამბობს, რომ Intel-ის გარდა, AI-ის დანერგვის მცდელობები AMD-საც აქვს, რომელიც მას Ryzen ჩიპებში, ხოლო Qualcomm Snapdragon X Elite ჩიპებში შემოგვთავაზებს…
თუმცა ინტელის ტექნოლოგიური მარკეტინგის ხელმძღვანელი რობერტ ჰალოკი გვეუბნება, რომ საქმე მხოლოდ კომპანიის AI შეთავაზებებში კი არ არის, არამედ იმაში, რასაც ინტელი ამის მიღმა აკეთებს. სწორედ ამიტომ, AI PC Acceleration Program-ის შესახებ გვახსენებენ, რომელიც დაინტერესებულ პირებს AI ფუნქციების ერთად შექმნას სთავაზობს. თანაც ინტელი უკვე 100-ზე მეტ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიასთან მუშაობს. აქვე ახსენებენ OpenVINO-ს ხელსაწყოებს, რომლის განვითარებასაც 8 წელი მოანდომეს — სურათების რედაქტირების ღია კოდის GIMP-სა და Vistry-ს, რომელიც საცალო ვაჭრობის თანამშრომლებს AI ასისტენტებს სთავაზობს.
„ამ პლატფორმაზე AI-ის წარმატების უზრუნველსაყოფად საჭიროა იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ პროგრამები, ვგულისხმობ პარტნიორობებსა და ეკოსისტემის განვითარებას…“, — აცხადებს ჰალოკი.