in

15 წლის შემდეგ Intel ბრენდინგიდან i ნიშანს აქრობს

უკვე თითქმის ორი ათეული წელია, რაც Intel თავის პროცესორებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი i ნიშნით გვთავაზობს, თუმცა მალე ეს ისტორიას დარჩება — კომპანიის განცხადებით, ჩვეული i3/i5/i7/i9 სახელებს უფრო მარტივი Core 3/5/7/9 ჩაანაცვლებს, რადგან მათ სურთ, Intel-ის პროდუქტების დიფერენცირება მეტად გამარტივდეს.

BOG
BOG

ჩვენი მომხმარებლების რუკა გვიჩვენებს, თუ რამდენად ანიჭებს Intel პრიორიტეტს ინოვაციებსა და ლიდერობას ტექნოლოგიებში ისეთი პროდუქტით, როგორიცაა Meteor Lake, ენერგოეფექტურობაზე და უფრო ზოგადად, AI-ზე ორიენტირებული პროდუქტი. ხოლო იმისათვის, რომ ეს ყველაფერი უკეთ შეესაბამებოდეს ჩვენი პროდუქტის სტრატეგიას, წარმოგიდგენთ ბრენდინგის სტრუქტურას, რომელიც მყიდველებს ჩვენი ტექნოლოგიებისა და შეთავაზებების სხვებისგან განსხვავებაში დაეხმარება, — აცხადებს კეიტლინ ანდერსონი, Intel-ის ვიცე-პრეზიდენტი. 

მეტიც, Intel-ის უმაღლესი დონის, ძვირიან პროცესორებს Ultra დაემატება, რათა ისიც სხვებისგან მარტივად განასხვაონ. ეს შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: Intel Core Ultra 9 — დაბოლოება კი მომხმარებელს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლეა კომპანიისთვის და საინტერესოა, იქნება თუ არა კონკრეტული ცვლილებები ინდუსტრიის ვეტერანებისთვის დამაბნეველი, რომლებიც 15 წლის მანძილზე ერთ ბრენდირებას შეეჩვივნენ…

ბანკინგი მარტივად — ერთი ხელის მოსმით

ნახეთ: ლამპიონებით განათებული ქუჩების მელანქოლიური სცენები