in

Deep Fake კონტენტს Intel ახალი ტექნოლოგიით ებრძვის

Intel ცდილობს, Deep Fake-ის აღმოფხვრაზე ეფექტურად იზრუნოს და  მათი აღმოჩენის სტრატეგიაც კი შეიმუშავა — საუბარია სისხლის გამოყენებაზე… რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, კომპანია ამტკიცებს, რომ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ წყაროს ყალბი იმიტაციების აღმოსაჩენად გამოიყენებს, რისთვისაც საკუთარ ახალ ტექნოლოგიას მიმართავს, სახელწოდებით FakeCatcher.

„სიზმრისმჭერის“ სახელით შთაგონებული ტექნოლოგია ვირუსულად გავრცელებული ყალბი ფოტოების თუ ვიდეოების გაქრობაზე იზრუნებს. FakeCatcher არის ახალი სისტემა, რომელიც ვიდეოებში, სხვა დეტალებთან ერთად, ადამიანების სისხლის ნაკადს იკვლევს — სწორედ ასე ხვდება პროგრამა, რამდენად რეალურია გამოსახულება. ტექნოლოგია ადამიანის ვენების ფერის ცვლილებებს ასახავს და შემდეგ მონაცემებს ღრმა დასწავლის მოდელში აგზავნის.

FakeCatcher Intel-ის აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზეა აგებული, რომელიც მუშაობს როგორც ვებგვერდებზე, ისე მე-3 თაობის Xeon Scalable პროცესორზე. ასევე, კომპანიამ OpenVino გამოიყენა — კომპიუტერული ხედვის ოპტიმიზებული ერთეულებისა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაშვებად, რათა სახეების ამოცნობა მარტივ, სწრაფ თუ ეფექტურ პროცესთან იყოს დაკავშირებული.

ტესტირების ფარგლებში ტექნოლოგიამ 96%-იანი სიზუსტით იმუშავა.

Belle Maison-ში კერამიკული ფილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის, “IRIS CERAMICA GROUP”-ის ექსკლუზიური შოურუმი გაიხსნა!

Rakuten Viber მსოფლიოში ყველაზე დიდ საფეხბურთო მოვლენას გულშემატკივრობს: ახალი ჩეთბოტები, სტიკერები, AR ლინზები და სხვა