in

მალე Intel კვანტური პროცესორის გაყიდვას დაიწყებს

veon
veon

Intel რომ ბრენდინგიდან i ნიშანს აშორებს, ამაზე უკვე მოგიყევით, მაგრამ სიახლეები ასე არ მთავრდება — 12-ქუბიტიანი კვანტური პროცესორი უკვე მზადაა, რათა მომხმარებლების გული მოიგოს… 

თუმცა საკმაოდ დიდ წნეხში მოუწია მუშაობა, რადგან კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის საჭიროების გამო Nvidia ერჩივნათ ან მომავალი პროდუქტებისთვის სხვა ჩიპებს ამჯობინებდნენ. თანაც კონკურენტი IBM-იც გასცდა კვანტური გამოთვლების საზღვრებს — კვანტურმა კომპიუტერმა მათემატიკაში სუპერკომპიუტერი დაამარცხა… ამ ყველაფრის ფონზე კი ინტელი განაგრძობდა პროცესორზე მუშაობას.

Intel-ის კვანტურ შეთავაზებას Tunnel Falls-ის სახელით გვაცნობენ, რაც არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან კომპანია პროცესორებს უმეტესად წყალთან დაკავშირებულ სახელებს არქმევს. საინტერესოა ისიც, რომ ისინი, კონკურენტებისგან განსხვავებით, სილიკონზე დაფუძნებული ქუბიტების შექმნაზე მუშაობდნენ. მათივე აზრით, ეს  სილიკონის ჩიპიდან კვანტურზე გადასვლას გაამარტივებს.

შესაბამისად, Intel-ის ქუბიტები, პატარა კვანტური წერტილებია, რომლებიც ელექტრონებს იღებს და ინფორმაციას ინახავს. თუმცა ეს კომპანიისთვის საქმეს მეტად ართულებს, რადგან მას კვანტური პროცესორისთვის შესაფერის ტექნიკასა თუ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ზრუნვა უწევს. ახლა კი კვანტური პროცესორების კვლევით ლაბორატორიებში მიწოდებით იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ იმას, რაც კვანტურ პროცესორებს ყველასთვის აამუშავებს — ამჯერად გაგრილების სისტემა ესაჭიროება, რათა ტემპერატურა 0 გრადუსამდე ჩამოიყვანოს მანამ, სანამ მუშაობას დაიწყებს. 

გარდა ამისა, კომპანია კვლავ განაგრძობს მუშაობას, რათა კონკურენტებზე მეტ ქუბიტიანი კვანტური პროცესორები შემოგვთავაზოს…

UPWAY ახალი კამპანიით გვახსენებს, რომ ახლის სწავლა არ უნდა გადავდოთ

მალე Netflix „ლაზიერის გამბიტის“ თამაშს გამოუშვებს