in

Intel-მა დეველოპერებისთვის ახალი შრიფტი შექმნა

საიდუმლო არ არის, რომ ბევრი ჩვენგანი მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს. ეს განსაკუთრებით ნაცნობია პროგრამისტებისთვის, რომელთა ძალისხმევის გარეშეც უკვე შეუძლებელია თანამედროვე სამყაროში ცხოვრება… ამიტომაც, მხედველობის პრობლემების მქონე დეველოპერებისთვის ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Intel-მა ღია კოდის შრიფტების ახალი კოლექცია წარადგინა. ეს უკანასკნელი სიცხადესა და მარტივად კითხვადობაზეა ორიენტირებული.

BOG
BOG

სახელწოდებით Intel One Mono, შრიფტების კოლექცია Frere-Jones Type-სა და კრეატიულ სააგენტო VMLY&R-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია, კოდი გაცილებით ადვილად წასაკითხი იყოს, არ გამოიწვიო თვალების დაძაბვა და დეველოპერების საერთო დაღლილობა. მსგავსი შედეგის მისაღებად, კვლევაში მხედველობის მქონე პროგრამისტებიც ჩართეს, რათა სხვადასხვა ვარიანტი შეემოწმებინათ და იდეალურზე შეეჩერებინათ არჩევანი.

ასე მიიღეს შრიფტი, რომელშიც თითოეული სიმბოლო მკვეთრად განსხვავებულია და სიტყვის ფორმებიც უნიკალურობით გამოირჩევა.

პორტ:80-მა და არდიმ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში MidJourney გამოიყენეს

წერილი თუ iPhone — რა ჩანს XVII საუკუნის ფერწერულ ტილოზე?