ჟურნალ Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მამაკაცები ფიქრობენ, რომ ყველა სხვა დანარჩენზე ჭკვიანები არიან. ისინი ზედმეტად აფასებენ თავიანთ ინტელექტის კოეფიციენტს (IQ) — თანაც, როგორც ჩანს, ეს ნიმუში დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად მამაკაცურია ადამიანის ქმედებები და არა უშუალოდ სქესთან.
საგულისხმოა, რომ IQ ტესტების სიზუსტე და ეთიკა ფართოდ არის ეჭვქვეშ დაყენებული. თუმცა ეს ახალი კვლევა გარკვეულ შუქს მოჰფენს საკითხს, რადგან ის გენდერულ განსხვავებებს განიხილავდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჭკვიანები არიან ადამიანები.
„ფსიქოლოგიისა და ინტელექტის კვლევები ცხადყოფს, რომ მამაკაცებისა და ქალების IQ არ განსხვავდება გენდერის მიხედვით. ჭკვიანი სქესი არ არსებობს“, — წერს მკვლევარი დევიდ რეილი.
მიუხედავად ამისა, პიროვნების მამაკაცურობის კოეფიციენტს ან „ფსიქოლოგიურ სქესს“, რომელიც ამ კვლევაში იზომება ე. წ. Bem Sex Role Inventory ტესტით, ღრმა გავლენა აქვს შემდეგზე: როგორ აფასებენ ადამიანები საკუთარ კოგნიტიურ შესაძლებლობებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც უფრო მამაკაცურად იქცევიან, თავს მეტად ჭკვიანებად თვლიან, ვიდრე სინამდვილეში არიან.
გრიფიტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გენდერული სხვაობის მრავალი ახსნა გამოიკვლიეს — დაწყებული მშობლების დამოკიდებულებიდან გენდერული როლების მიმართ და დამთავრებული, რამდენად დიდ ქებას იღებენ ბავშვები მასწავლებლებისგან. როგორც აღმოჩნდა, მთავარი პრობლემა საზოგადოებიდან მოდის… სწორედ სოციუმის ნაწილი უნერგავს მამაკაცებს სტიგმებს ზედმეტი თავდაჯერებულობის შესახებ და მათი ეგოც უპრობლემოდ „ემორჩილება“ ამ აღქმას.
P.S. რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება ყველას…