4
Mar
2019

როგორ მივხვდეთ, ადამიანი ნამდვილად ინტელექტუალია, თუ არა

4 Mar 2019

დიდი გამოცდილება არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ყოველთვის, კომპეტენტურ ადამიანებს არ ეძლევათ კარიერული დაწინაურების შესაძლებლობები, თუმცა, ამასთან, არც ვინმეს დადასტურებული ფაქტი არსებობს იმის შესახებ, რომელი ინდიკატორის მიხედვით უნდა გადაწყვიტო, ღირს, თუ არა კონკრეტული ადამიანისთვის კარიერული საფეხურის გაუმჯობესება.

statiebi-bog
statiebi-bog

მოკლედ, რაც ვიცით, არის ის, რომ ტრაბახა ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, თავი კვალიფიციურ მუშახელად გაასაღონ და თავდაპირველად, როგორც წესი, მათი ზედმეტი თავდაჯერებულობა წახალისებულია ხოლმე. თუმცა, როგორ შეიძლება, სწრაფად და აკურატულად გავიგოთ, ადამიანი ნამდვილად საქმის პროფესიონალია, თუ უბრალოდ, კარგი მატყუარა?

ანტრეპრენუარი, შეინ პერიში, წლების განმავლობაში მის მიერ შემუშავებულ სიას გვთავაზობს, რომლითაც ირწმუნება, რომ შევძლებთ ნამდვილი ინტელექტუალისა და თანამდებობისთვის შეუფერებელი ხელმძღვანელის გარჩევას:

  1. ილონ მასკი იმაზე, როგორ უნდა მივხვდეთ, ადამიანი იტყუება, თუ არა: როცა ვინმესთან ინტერვიუს ვწერ, აუცილებლად ვეკითხები პრობლემებზე, რაზეც უმუშავია და რა თქმა უნდა, იმაზეც, როგორ შეძლო მათთან გამკლავება. რესპონდენტს, რომელმაც შეძლო პრობლემის გადაჭრა, პასუხის გაცემა მრავალ დონეზე შეეძლება და ისეთები, რომლებიც ვერ მიპასუხობენ, რა გზებით მივიდნენ საბოლოო შედეგამდე, ესე იგი იტყუებიან. იმიტომ, რომ შეუძლებელია ბრძოლის, შრომის გზა დაგავიწყდეს… ეს თუ მართლა შენ გამოიარე“.
  2. განიხილე დროის მონაკვეთი, რა დროსაც ისინი მუშაობენ… რაც უფრო მოკლეა ის, დიდი შანსია, მატყუარასთან გქონდეს საქმე.
  3. ნამდვილ ინტელექტუალს სიამოვნებაზე დროებით უარის თქმა შეუძლია (მაგ. ნარკოტიკები, სექსი და ა.შ.)
  4. ისინი საკითხს გაამარტივებენ, თუმცა დეტალებში ღრმად ჩასვლასაც მოახერხებენ;
  5. საკითხს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან;
  6. ბევრ დროს უთმობენ კითხვას;
  7. ინტელიგენტი ადამიანები, როგორც წესი, აღფრთოვანდებიან ხოლმე, როცა მათ ეკითხებიან „რატომ“ და „როგორ“, იმ დროს, როცა საკითხის არმცოდნეები, იმავეზე აღშფოთდებან;
  8. დააკვირდით, ვისთან ერთად ატარებენ დროს;
  9. ინტელექტუალებს, მათს მოწინააღმდეგეთა არგუმენტების უკეთ ჩამოყალიბება შეუძლიათ;
  10. მათ იციან, როგორ ფოკუსირდნენ და დრო სწორად გამოიყენონ;
  11. შესაბამისად, დროს არ ფლანგავენ;
  12. თუმცა კი, შეცდომებს უშვებენ.

წყარო: Inc



განხილვა