in

“ინტელექტუალი ეკონომისტები 2015 ”-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2009 წლიდან “მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი’’ (Fesc) ფუნქციონირებს, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს-ინტელექტუალურ თამაშებს აწყობს, რაც სტუდენტებში ეკონომიკური განათლების ამაღლებასა და თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებას ემსახურება. კლუბი მთავარ აქცენტს მომავალ ეკონომისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზაციასა და ახალგაზრდებისათვის ბიზნეს სფეროში საკუთარი თავის პოვნაზე აკეთებს. სწორედ ამიტომ ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ტრეინინგებსა თუ ინტელექტუალურ თამაშებს.

ინტელექტუალი  ეკონომისტები1სულ ცოტა ხნის წინ, 15 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ბიზნეს-ინტელექტუალური თამაში „ინტელექტუალი ეკონომისტები 2015 “. პროექტში მონაწილეობას იღებდა 25 გუნდი. მათ შორის იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები.

პროექტის ფარგლებში მოცემული იყო სხვადასხვა სახის დავალებები, რომლებიც ეხებოდა ბიზნესის სფეროსა და ეკონომიკას. 2 ტურის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, “Group-22” , რომლებიც დაჯილდოვდნენ კლუბის სპონსორების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზებით.

MARKETER-ი გამარჯვებული გუნდის კაპიტანს, დიმა ტეფნაძეს ესაუბრა, რომელიც ილიას უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობს. როგორც აღნიშნავს, ხშირად იღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში.

M: რა ტიპის დავალება მიიღეთ ? 

ბიზნეს ქეისი გვქონდა მოცემული და კითხვებზე პასუხი უნდა გაგვეცა. საკმაოდ რთული კითხვები იყო. საბედნიეროდ შევძელით პირველი ადგილის აღება. დავალებებში შედიოდა როგორც თანამშრომლებთან მუშაობის პრინციპები, ასევე კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევის გზები.

M: როგორ შეაფასებთ ამგვარ კონკურსებს?

დადებითად ვაფასებს, რადგან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას იძლევა. მსგავს ღონისძიებებში კიდევ მივიღებ მონაწილეობას. გუნდი მეგობრებისგან არის დაკომპლექტებული და ყველას გვაინტერესებს ბიზნესს სფერო.

სამომავლოდ ვგეგმავთ ბიზნესში პრაქტიკულ გადასვლასაც.

თბილისის ინტერნეტ ფორუმი 29 ნოემბერს გაიმართება

ახალი საკოლექციო ბრენდი კომპანია სარაჯიშვილისგან – “სარაჯიშვილი ექსტრა”