in

ინტელექტუალური საკუთრების როლი და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ბოლო წლებში საკმაოდ მზარდია ისეთი შემოქმედებითი სფეროების განვითარება, როგორებიცაა: ფილმწარმოება, ვიდეოთამაშები, პოსტპროდუქცია თუ სხვა. ამ მიმართულებით უკვე არაერთი ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობს ისეთი საერთაშორისო ბრენდების პროექტებში, როგორებიცაა: Disney, Warner Bros., Universal Pictures, HBO, NETFLIX, Paramount Pictures, Sony Pictures, Nickelodeon. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინდუსტრიებში მოთხოვნადი პროფესიების ცნობადობა უფრო გაიზარდოს, გაჩნდეს მაღალანაზღაურებადი დასაქმების ადგილობრივი პერსპექტივები, გაუმჯობესდეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მეწარმეებმა უკეთ მოახდინონ საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობის კომერციალიზაცია და ა.შ.

ამ კუთხით აღსანიშნავია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც უკვე მეხუთე წელია, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს იკრებს გარშემო და საერთო მიზნების ქვეშ აერთიანებს.

ერთ-ერთი ყველაზე ბოლო აქტივობა 5 და 6 თებერვალს ჩატარდა, როცა USAID-ის პროგრამამ საქართველოს ანიმატორთა ასოციაციასთან, საქანიმასთან ერთად, მასტერკლასების სერია გამართა ანიმაციის ჰაბში. მონაწილე ახალგაზრდები შეხვდნენ ამ სფეროს წარმომადგენლებს, მიიღეს მათგან თეორიული ინფორმაცია და პრაქტიკულ სავარჯიშოებშიც იქვე ჩაერთნენ. მასტერკლასებს საქანიმას დირექტორი, მარიამ კანდელაკი და სტუდიაბურთულასთანადამფუძნებელი, თამარ ზარქუა უძღვებოდნენ.

ბევრმა არ იცის, რა ხდება ანიმაციის სექტორში და ძალიან გაგვიხარდა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, დამსწრეებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება. ვფიქრობ, ეს სესიები მათთვის საინტერესო გამოცდილება იყო. ჩვენს მაგალითზე იმასაც მიხვდნენ, რომ გვიანი არასდროსაა ანიმაციების სწავლა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაეუფლონ მას.

ღონისძიების ფარგლებში ვაჩვენეთ, თუ როგორ იქმნება პერსონაჟი 2D ანიმაციურ პროგრამა მოჰოში, ასევე, როგორ შეიძლება პერსონაჟის ამოძრავება, მისთვის ემოციის თუ ხასიათის მიცემა. ზოგადად, ანიმაციის სფეროში 2D ანიმატორების რესურსი საკმაოდ გვაკლია, თუმცა ბოლო პერიოდში ამ სფეროთი უფრო ინტერესდებიან და იმედი მაქვს, ეს გააქტიურება ანიმატორთა დიდ ნაკადს გამოიწვევს” , – აღნიშნავს თამარ ზარქუა.

იმისთვის, რომ USAID-მა შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის საქართველოში ჯანსაღი ბიზნესგარემო შექმნას, 2020 წელს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, კერძო სექტორის ჩართულობით, შეისწავლა და გამოავლინა ის პრობლემატიკა, რომელიც აფერხებდა სფეროს განვითარებას. ყველაზე ყურადსაღები აღმოჩნდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესება.

პრობლემის მოსაგვარებლად პროგრამამ მულტისექტორული თანამშრომლობის ფორმატი შექმნა, რომელიც მოიცავს: საქანიმას, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – საქპატენტს, საქართველოს ანტი-მეკობრულ ცენტრს, უნივერსიტეტებს და ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა პოსტპროდუქციის კომპანია POSTRED, კინოსტუდია „ენკენი ფილმსი”, სტუდია GARNAMATAC, კინოთეატრების ქსელი კავეა, და სხვა. პროგრამამ ასევე განავითარა თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP).ამ თანამშრომლობის ფარგლებში მრავალი საინტერესო აქტივობა განხორციელდა და ხორციელდება.

ჩვენი საქმიანობა მოიცავს როგორც ქართული კომპანიების გაძლიერებას, რომ მათ შეძლონ, მოიზიდონ საერთაშორისო სტუდიების პროექტები და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი ქართველი ახალგაზრდებისთვის, ასევე ცნობიერების ასამაღლებელ სხვადასხვა კამპანიას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. ამ უკანასკნელის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროდირექტივებს და უფლებების მფლობელებისთვის შეიქმნა უფრო ხელსაყრელი ბიზნესგარემო. USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა პირველი ქართული ლეგალური ონლაინკინოთეატრი „კავეა პლუსი’’; შეიქმნა და ტექნოლოგიურად აღიჭურვა „ანიმაციის ჰაბი’’; დაფუძნდა ანიმაციის საერთაშორისო კონფერენცია AnimaTbilisi, რომელმაც კიდევ უფრო მეტ ანიმატორს გაუხსნა გზა საერთაშორისო ფესტივალებისა და პროექტებისკენ”, – გვიყვება ნათია კაციაშვილი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პირველი კომპონენტის ხელმძღვანელი.

ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ანიმაციის ჰაბში, საქანიმას მიერ ორგანიზებული ვორკშოპის შედეგად, თამარ ზარქუას ანიმაციურმა სერიალმა – The Radiants ახლახან საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის უფლება მიიღო, რაც მას შესაძლებლობას მისცემს საკუთარი პროექტი წამყვან ამერიკულ თუ ევროპულ კინოსტუდიებს წარუდგინოს.

USAID-ის ამ პროგრამის მხარდაჭერით, ხშირად ტარდება ასევე ზემოთ ხსენებული მასტერკლასების მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებები და საინფორმაციო პანელური დისკუსიები სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

ამ ტიპის ღონისძიებების ფარგლებში ახალგაზრდებმა გაიცნეს გლობალურ ბაზარზე მოთხოვნადი არაერთი პროფესია: ანიმაციური ფილმების პროდიუსერი, შემოქმედებითი ბიზნესის მენეჯერი, 2D ანიმატორი, 3D ანიმატორი, კომპიუტერული თამაშების დეველოპერი, ხმის დიზაინერი და სხვები; აგრეთვე მიიღეს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების, მათ შორის, დიზაინისა და სასაქონლო ნიშნების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ საქართველოსა თუ საზღვარგარეთ.

გიორგი მარშანია, სტუდიაველოსიპედისდამფუძნებელი:

საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ანიმატორი, რეჟისორი, გამხმოვანებელი თუ მუსიკოსია, ამიტომ ამ სფეროს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. კინოცენტრმა უნდა შეუწყოს ხელი ანიმაციური პროექტების განვითარებას და მათ გატანას საზღვარგარეთ. ყველაზე აქტიურად მაინც საქანიმა მუშაობს, რომელსაც გააქვს პროექტები ანესის ფესტივალზე, ატარებს ვორკშოპებს და .. ეს პროცესი კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გაგრძელდეს, რათა უცხოელებმაც გაიგონ ჩვენი შესაძლებლობები და თუნდაც ისეთი კომპანიები დავაინტერესოთ, როგორიცაა Disney+ თუ სხვები.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია კომერციული ანიმაციის განვითარება, როგორიცააჟოზე”. ასეთი პროექტების უპირატესობა თვითმყოფადობაა, ის არავისზე არაა დამოკიდებული და შეუძლია, თვითონ განვითარდეს, თავისივე ბიუჯეტი შექმნას, დაასაქმოს ადამიანები და ითანამშრომლოს სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენელთან. იმისთვის, რომ კომერციული ანიმაცია დაიძრას, ბიზნესის მეტი დაინტერესებაა საჭირო

არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების როლი. ჟოზეს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყოველდღიურად ვაწყდებით ამ პრობლემას, რადგან ჩვენი სახელით მზადდება პროდუქტები, რაზეც მწარმოებელს არანაირი საავტორო უფლება არ გააჩნია. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება გვაქვს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს ძირითადად გაუაზრებლად ხდება. ქვეყანაში არ არის ცნობიერების მაღალი დონე საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, ბევრმა არ იცის, რომ სხვისი ინტელექტუალური პროდუქტის უნებართვოდ გამოყენება დასჯადია. ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ვისურვებდი, რომ სამართლებრივად უფრო მყარი ბერკეტი არსებობდეს, რომ უფრო გაადვილდეს იმ დავების გადაწყვეტა, რასაც იწვევს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევა.

ანიმაცია გვაძლევს საშუალებას, ხორცი შევასხათ ჩვენს ნებისმიერ ფანტაზიას, ის ყველასთვის, ასობით, ათასობით ადამიანისთვის გასაგები გავხადოთ და უამრავი მაყურებლის სიყვარული მოვიპოვოთეს პროცესი ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა ჩემთვის, ამიტომ, ვისაც ეს სფერო აინტერესებს, სწორედ ამ მიზეზით ვურჩევდი, რომ ბოლომდე შეისწავლონ ეს პროფესია”.

თავისი გამოცდილება თინა ბაბაკიშვილმა, POSTRED-ის მმართველმა პარტნიორმა და POSTRED აკადემიის დამფუძნებელმა გაგვიზიარა:

იმისთვის, რომ როგორც აუდიო, ისე ვიდეო პოსტპროდუქცია განვითარდეს საქართველოში, კერძო სექტორის მეტი ჩართულობაა საჭირო. ძალიან გვახარებს, რომ  Garnamatac, Animatory და მსგავსმა კომპანიებმა ახალი კადრების გაზრდა დაიწყეს. კერძო კომპანიებს მაღალი მგრძნობელობა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების ზუსტი ცოდნა აქვთ, შესაბამისად ახალ კადრებსაც იმ მიზნით ზრდიან, რომ დაასაქმონ ისინი; მეტი დასაქმებული ადამიანი კი უკეთესობისკენ შეცვლის საქართველოში არსებულ ამ სფეროს, სოციოეკონომიკურ მდგომარეობას და საქართველოს წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთერთ მოწინავე და კონკურენტუნარიან ქვეყანას. ჩვენი მხრივ, 2022 წელს ჩამოვაყალიბეთ POSTRED აკადემია, სადაც იმ ახალგაზრდებს, ვისაც ხმის დიზაინისა და ფილმისთვის მუსიკის შექმნის სწავლა სურთ, შეუძლიათ ამ პროფესიებს ინტენსიური, 6-თვიანი კურსებით დაეუფლონ. გარდა იმისა, რომ კურსს ჰოლივუდურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ლექტორები კითხულობენ, სტუდენტებს სრულ ტექნიკურ აღჭურვილობასაც ვთავაზობთ. ეს გამოცდილება აუცილებელია მათთვის, რომ სასწავლოდან სამუშაო გარემოში მარტივად გადავიდნენ. როგორც POSTRED აკადემიის, ისევე POSTRED-ის მსგავსი აპარატურით აღჭურვაში ძალიან დაგვეხმარა USAID.

ამ ეტაპზე ვზრდით აკადემიის მასშტაბს და პროფესიული სასწავლებლის ავტორიზაციის მოპოვების გზაზე ვართ, რათა საქართველოში შევქმნათ ისეთი ტიპის ბიუჯეტური ალტერნატივა, როგორიცაა, მაგალითად, Vancouver Film School და Berkley School of Music”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის საავტორო უფლებები ავტომატურად არის დაცული ბერნის კონვენციის მონაწილე წევრ ქვეყნებში. ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მოპოვების მიზნით აუცილებელი არ არის რაიმე რეგისტრაციის ან სხვა ფორმალობის დაცვა. თუმცა, მსგავსი ფორმალობები დამატებითი, ეფექტური მექანიზმია უფლებების დაცვის პროცესში. შესაბამისად, საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” ითვალისწინებს ასევე ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის საქპატენტში დეპონირების შესაძლებლობას, მათ შორის წახალისებულია უფლებათა ონლაინრეგისტრაცია.

[R]

ქალი, რომელიც AI ჰოლოგრამაზე ქორწინდება

სავარაუდოდ, Samsung Galaxy Ring ბაზარზე წელს გამოჩნდება