„ინტელიგო“ — ეს არის ახალი ტრენინგ ცენტრი, რომელიც თავის მსმენელს ყველაზე გამოყენებით და პრაქტიკულ კურსებს სთავაზობს. ამას კი, როგორც თავად ამბობენ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი მენტორები უზრუნველყოფენ. უშუალოდ კურსები პრაქტიკით გამყარებული ცოდნის გაზიარებით, ინტერაქციული სალექციო პროცესით და კომფორტული ბიზნეს გარემოთი გამოირჩევა.
აღნიშნულ ღირებულებებს ზუსტად გამოხატავს „ინტელიგოს“ დევიზი — „ცოდნა, რომლისკენაც მივისწრაფვი!“. სწორედ ამ უკანასკნელში იკითხება ცენტრის როგორც სიტყვის, ისე ბრენდის მთავარი აზრი.
„ბევრი ვიფიქრე, რა უნდა ყოფილიყო ინტელიგოს პირველი კურსი, რითაც საზოგადოებას გავაცნობდით თავს და მივხვდი, რომ ყველაზე აქტუალური — სტარტაპის თემა, ყველასთვის საჭირო და საინტერესო იქნებოდა. საქართველოში ხომ განსაკუთრებით ბევრ ადამიანს აქვს საკუთარი ბიზნესის ფლობის სურვილი, თუმცა პირველი ნაბიჯების გადადგმა მთელ რიგ კითხვებთან თუ საჭირო გამოცდილების ქონასთანაა დაკავშირებული. ასევე, გასათვალისწინებელია ფინანსური სახსრების მოძიების საკითხიც.
სწორედ ამიტომ, ეს კურსი 3 ყველაზე საჭირო კომპონენტისგან შევკარით: მარკეტინგი, ფინანსები და საგადასახადო საკითხები. მათზე ფოკუსირებით კი იმ ძირეულ კითხვებამდე და პასუხებამდე მივედით, რომლებიც ყველა სტარტაპერს უჩნდება: საიდან დაიწყო, როგორ დარეგისტრირდე, როგორ შექმნა ბრენდი, როგორ გაარეკლამო, რა უნდა იყოს ღირებულება, როგორ გახვიდე მოგებაზე და ა. შ.
მთლიანობაში, კურსი დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს იდეა და სურვილი, მაგრამ არ იცის, როგორ შეასხას მას ფრთები“, — ამბობს თეა გოროზია, „ინტელიგოს“ დამფუძნებელი და ლექტორი.
საგულისხმოა, „ბიზნეს სტარტის“ ტრენინგს ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე. იგი არ შეასწავლის რომელიმე კონკრეტულ პროფესიას, არამედ მსურველებს ასწავლის გზებს, როგორ დაიწყონ ბიზნესი ცოდნით, დაგეგმილად!
„ბიზნეს სტარტის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია და კურსზე რეგისტრაცია შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ.
კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, მისი ჩატარების თარიღია 5-29 ივნისი
დრო: 19:00-22:00
ადგილი: პულმან თბილისის საკონფერენციო სივრცე
[R]