in

როგორ შეცვლის „ჭკვიანი გამოცდილება“ ჩვენს ონლაინ ჩართულობას სამომავლოდ

ჩვენს ეპოქაში, როდესაც „ციფრული დაღლილობა“ მომხმარებლებს აიძულებს ტრადიციული მიდგომები უგულებელყონ, ფუნდამენტური ცვლილება შეინიშნება ყურადღების მოპოვებიდან განზრახვის შესწავლისკენ. ტექნოლოგიური კომპანია Huge-ის პროდუქტის ხელმძღვანელი ჩიდი აჩარა ტექნოლოგიების, დიზაინისა და ადამიანური ქცევის საკვანძო გადაკვეთაზე მუშაობს. მისი კომპანია ამ სფეროებს „ინტელექტუალური გამოცდილებების“ ჩარჩოს საშუალებით აერთიანებს.

AI-ის, ქცევითი მონაცემებისა და დიზაინის აზროვნების კონვერგენციის საშუალებით Huge ქმნის გამოცდილებებს, რომლებიც საჭიროებებს შეისწავლის, ბრძანებებზე უბრალო რეაგირების ნაცვლად. მათი მიდგომა ისწრაფვის სტატიკური ინტერაქციები გარდაქმნას დინამიკურ, პერსონალიზებულ მოგზაურობებად, რომლებიც ყოველ ჩართულობასთან ერთად ვითარდებიან.

ციფრული გამოცდილებების კრიზისი და პასუხი

ბოლო წლებში, გამოცდილების ინდუსტრიაში დიდი გამოწვევებია – კომპანიები ციფრული გამოცდილებების დახმარებით ვერ ახერხებენ მომხმარებლების ეფექტურად ჩართვას. ტრადიციული მიდგომა ცდილობს ყურადღების მიპყრობას ჩართულობის წასახალისებლად, ხოლო შემდეგ ბრენდისადმი ლოიალობის ჩამოყალიბებას.

როდესაც Google-ში ვეძებთ უქმე დღეების დაჯავშნის შესახებ ინფორმაციას, ის ინფორმაციას მოგვაწვდის ბიუჯეტის, თარიღის ან ავიაკომპანიის საფუძველზე. მაგრამ ადამიანის ნამდვილი ზრახვა უცნობია.

AI განზრახვის მიმართ ხდება უფრო ცნობიერი ხდება. მალე, ის შეძლებს გამოცდილების შექმნას, რომელიც სპეციფიკურია იმისთვის, რას მოელის მომხმარებელი.

ეს ტრანსფორმაცია რამდენიმე ფაქტორის გამო მიმდინარეობს. პირველ რიგში, ციფრული გამოცდილებები ბიზნესზე ფოკუსირებული გახდა. ვებსაიტები ჩვეულებრივ ჰგავს ორგანიზაციის სქემებს, სადაც კატეგორიები ასახავს ბიზნესის შინაგან სტრუქტურას მომხმარებელთა საჭიროებების ნაცვლად. შესაბამისად, კომპანიებმა მომხმარებლების მიმართვა უფრო მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნებით დაიწყეს. სადაც ფიქსირებული ტექნიკური არქიტექტურის ნავიგაცია აღარ არის საჭირო.

Huge-ში ინტელექტუალური გამოცდილების ორიენტირებულია გენერაციული AI-ის გამოყენების გამოცდილების შექმნეზე, რომელიც უფრო პერსონალიზებულია, ინტერაქციული და კონტექსტუალური.

კონკრეტული მაგალითის სახით, NBCU-თან თანამშრომლობა შეიძლება გავიხსენოთ. ისინი პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის ოფიციალური აშშ-ის მაუწყებელი იყვნენ. მათი ამოცანა საკმაოდ რთული გახლდათ: 7000 საათზე მეტი ლაივი უნდა გაეშვათ შვიდ პლატფორმაზე და განსხვავებული დროითი ზონებისთვის მოერგოთ.

კომპანიამ შექმნა AI ასისტენტი – OLI – რომელმაც ეს პრობლემა გადაწყვიტა. თუკი ჩვეულებრივ ონლაინ ძებნა, თუ როდის არის სიმონ ბაილსი შემდეგ დაგეგმილი შეჯიბრზე, 20 ან 30 წუთი შეიძლება გაგრძელდეს, OLI-ის გამოცდილებამ ეს დრო წამებამდე შეამცირა.

ავთენტურობა

AI-ის განვითარებასთან ერთად ახალი გამოწვევაც ჩნდება, როდესაც ჩატბოტის ინტერაქციები არ ჩანს ნამდვილად ავთენტურად. ამის გადასაჭრელად კომპანია მუშაობს ევროპულ წამყვან ბრენდთან, პერსონალიზებული AI-ის განვითარებაზე.

აჩარას თქმით, ხმის ტონი და UX და UI-ის ვიზუალური სახე უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის სპეციფიკურ ქცევის კოდებს. Huge-ს აქვს უნარი ორივე გააერთიანოს, დახვეწოს ხმა, ააშენოს ტექნიკური არქიტექტურა და დააპროექტოს მომხმარებლის მოგზაურობა.

კომპანია ასევე მუშაობს Huge Horizons-ზე, იმერსიულ პროექტზე. პროექტის მონაწილეები გაიზიარებენ შემქმნელების ხედვას სპეციფიკურ თემებზე და იხილავენ, თუ როგორ ყალიბდება მათი შეყვანა უნიკალურ ციფრულ არტეფაქტში – პერსონალიზებული ხედვა მომავლისა.

პერსონალიზაცია vs კონფიდენციალურობა

პერსონალიზაციასა და კონფიდენციალურობას შორის აშკარად არსებობს გაურკვევლობა. ამ საკითხზე მუშაობისას, კომპანია ეყრდნობა იმ მიდგომას, რომ ბრენდის გამოცდილებები არის ურთიერთობების ასაშენებელი შესასვლელები.

აჩარას თქმით, იყო დრო, ასე 20 წლის წინ, როდესაც ადამიანები ერიდებოდნენ მათი საკრედიტო ბარათის დეტალების ვებსაიტში შეყვანას, ახლა კი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვზიარობთ ყველაზე პერსონალურ ინფორმაციას. განზრახვის ეკონომიკა არის ამ დინამიკის შემდეგი თაობა, სადაც ნდობა შენდება დროთა განმავლობაში.

მომავლის ხედვა

ციფრული გამოცდილებების ევოლუცია უახლოეს წლებში რადიკალურ ცვლილებებს მოიტანს. თუმცა რეგულირებული ინდუსტრიები და აგრეგირებული ინფრასტრუქტურები ვერ ჩანაცვლდებიან, მრავალი სექტორი შეიძლება გადავიდეს საუბრისეულ ინტერფეისებზე.

როგორც AI ხელსაწყოების უფრო ფართო გამოყენება იწყება, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შინაგანი გუნდების როლებსა და შესაძლებლობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად მომავალი როგორ გამოიყურება, ნაადრევია ეს თქმა, ერთი რამ ცხადია – ინტელექტუალური გამოცდილებების ეპოქა დაიწყო და ეს მხოლოდ დასაწყისია.

წყარო: Fastcompany

Bentley Exhibitions – თედო რეხვიაშვილის ფერწერა

რა არის და რას ამბობენ ნეირომეცნიერები „აჰა! მომენტებზე”?