in

IntelliPhone — მოწყობილობა, რომელიც სავარუდოდ სმარტფონს ჩაანაცვლებს

Bank of America-ს ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, სმარტფონის ეპოქა მალე დასრულდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ციფრული კომუნიკაციებისგან თავისუფალ სამყაროში ვბრუნდებით — სანაცვლოდ, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, „საიმედო თანამგზავრი“ სულ უფრო ჭკვიანი გახდება. კერძოდ, ექსპერტებმა IntelliPhone-ის სახელით ცნობილ მოწყობილობაზე ისაუბრეს, რომელიც არსებულ მოდელებთან შედარებით, გაცილებით გააუმჯობესებს მომხმარებელთა ყოველდღიურობას და მეტ საჭიროებასაც დააკმაყოფილებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მოწყობილობის ძირითადი უპირატესობა „კონტექსტური ცნობიერება“ იქნება. ამ უკანასკნელის მეშვეობით, IntelliPhone წინასწარ განსაზღვრავს ჩვენს საჭიროებებს და პროაქტიულად დაგვეხმარება. გარდა ამისა, მონაცემთა გაძლიერებულ უსაფრთხოებასაც გვპირდება, რაც ამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.

მოსალოდნელია, რომ IntelliPhone ისეთი ფუნქციებითაც იქნება აღჭურვილი, როგორებიცაა პერსონალური ასისტენტები, ენის გაფართოებული დამუშავება, ჯანმრთელობის დახვეწილი მონიტორინგი, გაფართოებული რეალობისა (AR) და ვირტუალური რეალობის (VR) გამოცდილების უზრუნველყოფა.

ბუნებრივია, IntelliPhone-ის ყოველდღიურობაში დანერგვა სმარტფონებისა და 5G ტექნოლოგიის რეალობასაც შეცვლის. შესაძლოა, ერთგვარი ტექნოლოგიური რევოლუციაც კი იყოს…

წარმატებული ექსპერიმენტი, ანუ პირველი ჯინგლი ისტორიაში

Instagram თინეიჯერებს ბულინგისგან დასაცავად ახალ ხელსაწყოებს სთავაზობს