8
May
2016

Intel-მა 100 უპილოტო თვითმფრინავით უდაბნოს ცა გაანათა

8 May 2016

Elit Electronics


Intel-მა სამხრეთ კალიფორნიის უდაბნოში შთამბეჭდავი საჰაერო შოუ მოაწყო. Palm Springs-ის თავზე 100 უპილოტო თვითმფრინავი – დრონი ერთდროულად აფრინდა. მათ დამონტაჟებული ჰქონდათ პატარა ნათურები. ღამის ცაზე მოცეკვავე სინათლეების საშუალებით, მართლაც ულამაზესი ქორეოგრაფიული ნომერი დაიდგა. 100 დრონს მხოლოდ ერთი პილოტი მართავდა. Intel-ის მიზანია მსგავსი სანახაობა პოპულარული გახადოს, კომერციული მიზნებიდან გამომდინარე.

ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა ავიაადმინისტრაციამ (FAA) უპილოტო თვითმფრინავების მართვაზე შეზღუდვები შეარბილა. ამიერიდან, მასშტაბურ ღონისძიებებზე, შესაძლოა, ფეირვერკების ნაცვლად, ორიგინალური საჰაერო შოუ იხილოთ ხოლმე.

 

განხილვა