in

Intel აცხადებს, რომ მან კვანტური გამოთვლის ძირითადი პრობლემა გადაჭრა!

კომპანიამ QuTech-თან ერთად Deutsch-Jozsa ალგორითმი გამოიყენა

Intel-მა კვანტური გამოთვლების უფრო პრაქტიკულად ქცევისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კომპანია QuTech-თან ერთად აცხადებს, რომ მათ მაღალი სიზუსტის ორი კუბიტის მაღალი სიზუსტით კონტროლი შეძლეს, რისთვისაც Horse Ridge კრიოგენურ კონტროლის პროცესორი გამოიყენეს.

ჩვეულებრივ კვანტური კომოპიუტერები ოთახის ტემპერატურაზე მუშაობისას ურთიერთდაკავშირების ხარვეზს აწყდება. იმისათვის, რომ მან მუშაობა შეძლოს, აუცილებელია, 0 გრადუსზე ქვემოთ ტემპერატურაზე იმყოფებოდეს… თუმცა როგორც კომპანიების წარმომადგენლები იუწყებიან, ახალი გადაწყვეტა ამ პრობლემას აგვარებს და 99.9%-იან სიზუსტეს აღწევს – Horse Ridge-ის გამოყენებით, შესაძლებელია გადაციებული კვანტური ჩიპების მართვა.

ორმა ფირმამ აჩვენა, რომ Horse Ridge-ს ერთი რადიოსიხშირული ხაზით მრავალი კუბიტის კონტროლი შეუძლია, რაც ასევე ცნობილია, როგორც სიხშირის მულტიპლექსირება. ამისათვის მოწყობილობისთვის Deutsch-Jozsa ალგორითმი გამოიყენეს, რადგან კვანტური კომპიუტერებისთვის ის ძალიან ეფექტურია.

“ეს ინოვაციები კვანტური კონტროლის ჩიპების კვანტურ პროცესორთან სრულად ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა” – ამბობს სტეფანო პელერანო, Intel Labs-ის მთავარი ინჟინერი. მართლაც, აღნიშნული მიღწევები, თავის მხრივ, გაცილებით გაამარტივებს კვანტური კომპიუტერების მასშტაბირებას და მათ საშუალებას მისცემს, უფრო მეტ გამოთვლას გაუმკლავდეს, რაც რთული ან შეუძლებელი იქნება ტრადიციული გამოთვლითი ენერგიით.

ყველაზე წუნია კაცის ამბავი! – ქართულ ბაზარზე ძალიან ახალი ცოცხალი ლუდი “ცივ-ცივი” გამოჩნდა

მოგზაურობა საკუთარ თავში, ანუ სამყაროს მიღმა – თამარა ქლიბაძის ამბავი