in ,

„ინტერი“ ტურინის „იუვენტუსს“ მიბაძავს ? – როგორი იქნება განახლებული ლოგო

Sporti
Sporti

მილანის „ინტერმა“ რებრენდინგი დაანონსა. მალე კლუბს ახალი ლოგო და იდენტობა ექნება. 113 წლის იუბილემდე კლუბს ლოგოსთან ერთად, სავარაუდოდ, განახლებული სახელიც ექნება.

Football Club Internazionale Milano შეიცვლება და კლუბის ახალი სახელწოდება – Inter Milano იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, „ნერაძური“ ლოგოს მინიმალიზებას აპირებს და შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსს“ მიბაძოს.

ერთ-ერთმა იტალიელმა გრაფიკულმა დიზაინერმა, რომელიც ამავდროულად, „ინტერის“ დიდი ქომაგია, კლუბს საკუთარი კონცეფცია და ვერსია შესთავაზა. M და I კომბინაცია ამ ვერსიაში ლეგენდარული „იანკების“ ლოგოს იდეას იმეორებს.მილანურ გრანდს, სავარაუდოდ, ახალი სახელი და ლოგო თებერვლის ბოლოს ექნება.

პარარელურად, „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მაურო იკარდიმ მილანელებს ინსტაგრამიდან დასცინა. ფეხბურთელს ყოფილ კლუბში არც ისე კარგი მოგონებები დარჩა. მაურომ საკუთარ გვერდზე ფოტო განაახლა, ფანებმა ის „ინტერის“ ახალ ლოგოდ აღიქვეს, ფეხბურთელის განცხადებით კი, ეს მხოლოდ მისი სახელისა და გვარის ინიციალებია.


შეწყვიტეთ ბოდიშის მოხდა ტოქსიკური უფროსების წინაშე!

ფეხბურთის ბურთის რადიკალური რედიზაინი