in

I M – მილანის „ინტერმა“ ახალი ლოგო წარადგინა

სიახლემ გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა, განახლებული დიზაინის სათამაშო ფორმები საკლუბო მაღაზიებში ელვის სისწრაფით იყიდება.

Sporti
Sporti

თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, მილანის „ინტერმა“ ახალი ვიზუალური იდენტობა შეიძინა, კლუბმა ახალი ლოგო გულშემატკივარსა და მედიას უკვე წარუდგინა. 

„მოხარულები ვართ, გაგაცნოთ ჩვენი ახალი ლოგო, რომელიც ჩვენს ყველა ისტორიულ ღირებულებასა და ჩვენს საყვარელ ქალაქს – მილანს აერთიანებს. გვჯერა, რომ ბრენდისა და პოპულარობის ზრდაში ეს სიახლე ძალიან დაგვეხმარება, ჩვენ მზად ვართ, ახალი გამოწვევებისთვის, ჩვენ მზად ვართ ახალი გამარჯვებებისთვის – I Am Internazionale” – განაცხადა კლუბის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Inter (@inter)

ლოგოს მთავარი შინაარსობრივი დატვირთვა I-სა და M-ზე მოდის, სწორედ ეს არის კლუბის ინიციალები Internazionale Milan, ასევე აღნიშნული აბრევიატურა გვევლინება, როგორც I Am, სწორედ ეს არის გზავნილი, რომ მე ვარ მილანის ინტერი.

სიახლემ გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა, განახლებული დიზაინის სათამაშო ფორმები საკლუბო მაღაზიებში ელვის სისწრაფით იყიდება, გარდა ამისა, საგრძნობლად გაიზარდა აზიურ ბაზარზე რეალიზებული ფორმებისა და სხვა ინვენტარის რაოდენობა.

დედაქალაქელები, წელს, სერია ა-ში კარგ სეზონს მართავენ, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ანტონიო კონტეს გუნდი უკვე სერიოზულ უპირატესობას ფლობს. თუ სეზონის დარჩენილ ნაწილს მაღალ დონეზე ჩაატარებენ, სავარაუდოდ, განახლებული ვიზუალური იდენტობის პირველი სეზონი ოქროს მედლებით დაგვირგვინდება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Inter (@inter)


YouTube Dislike-ების რაოდენობის დამალვას გეგმავს!

ნახეთ: ფოტოები, რომლებსაც მარტოობისა და სიცარიელის სამყაროში გადავყავართ