10
Dec
2018

„თქვენ ასწავლით ადამიანებს, როგორ მოგეპყრან“

10 Dec 2018

რატომ იწყებენ თანამშრომლები ახალი სამსახურის ძებნას – დაბალი ანაზღაურების თუ პროფესიული განვითარების შესაძლებლობის არქონის გამო? – მიუხედავად იმისა, რომ ზემოჩამოთვლილი ორი მიზეზი ნამდვილად კმარა სამსახურის შესაცვლელად, სწორი პასუხი სხვაგან უნდა ვეძებოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად, ადამიანებს სამუშაო ადგილის შეცვლისკენ საკუთარი ხელმძღვანელი, უფრო კონკრეტულად კი, მისი უპატივცემულო დამოკიდებულება უბიძგებს. სამსახურის ძებნა ისეთივე „სასიამოვნო“ შეიძლება იყოს, როგორც, მაგალითად, კბილის ამოღება სტომატოლოგთან. ამიტომ, როცა დასაქმებული ადამიანი დამატებით დროსა და ენერგიას ხარჯავს ახალი სამუშაოს საძებნელად, გამოდის, რომ სიტუაცია გაუსაძლისია. 

თქვენ ასწავლით ადამიანებს, როგორ მოგეპყრან“ – ოპრა უინფრი.

მოგწონთ, თუ არ მოგწონთ, ეს მართალია და თუ ფიქრობთ, რომ ისე არ გექცევიან, როგორც იმსახურებთ, დამნაშავე ამაში თავადვე ხართ. შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომაც, ამ შემთხვევაშიც, კარგი სიახლე არის ის, რომ თქვენ ამის შეცვლა შეგიძლიათ.

მაგრამ პირველ რიგში, იმის გაცნობიერება, შემდეგ კი, საკუთარ თავთან იმის აღიარება გჭირდებათ, რომ სამსახურში არასერიოზულად აღგიქვამენ და არ გენდობიან. ამისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი 7 ნიშანი დაგეხმარებათ:

  1. პანიკურად ხშირად გამოწმებენ, „რაც მალე, მით უკეთესი“ დავალება უკვე შეასრულეთ, თუ არა;
  2. ყოველდღიურად იცვლიან აზრს, რაზე უნდა იმუშაოთ;
  3. გთხოვენ, რომ შესრულებული დავალებების შესახებ შეატყობინოთ;
  4. გაძლევენ უსარგებლო, თუმცა დამღლელ სამუშაოს;
  5. თქვენთან შეხვედრებს მუდმივად სხვა დროისთვის გადადებენ;
  6. პასუხებისა და გარკვეულ საკითხებზე თანხმობისთვის გიწევთ მათთვის დევნა;
  7. მათ ავიწყდებათ თქვენ მიერ დასმული შეკითხვები.

რა თქმა უნდა, სიის გაგრძელება თავისუფლადაა შესაძლებელი. თუმცა, ზემოჩამოთვლილთაგან, 2 მაინც თუ ახლობელია თქვენთვის, ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელის გადმოსახედიდან, სანდო რესურსი აღარ ხართ. შესაბამისად, საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობის დაწყების დროა იმისთვის, რომ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემობრუნდეს.

ისაუბრეთ ხელმძღვანელის ენაზე
თანამშრომლებთან ურთიერთობისას, თქვენი უფროსი, ყველაზე მეტად, რას აფასებს? – ამის გაგება საუკეთესო გზაა თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად. ადამიანები მათ ენდობიან, ვისთანაც ეფექტური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა აქვთ. თქვენ მიმართ არასაიმედო დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი კი, ურთიერთობის გზაზე, ხელმძღვანელთან კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომა ან ინტერქაციის სტილთა შეუსაბამობა იყოს. 

არსებობს ინტერაქციის 4 ძირითადი ტიპი: ემპათიური (Empathizer) – თბილი, ტაქტიანი, უკონფლიქტო; კომანდერი (Commander) – სერიოზული და სწორხაზოვანი; ენერჯაიზერი (Energizer) – იუმორის მქონე, მხიარული, კონტაქტური; მოზომილი (Contemplator) მშვიდი და თავშეკავებული.  

ფაქტები VS გრძნობები
როდესაც სწორხაზოვან და სერიოზულ ხელმძღვანელს ემპათიურ თანამშრომელთან უწევს კომუნიკაცია, ასეთ შემთხვევებში, გაღიზიანება თითქმის გარდაუვალია. იმ დროს, როცა ხელმძღვანელი ფაქტებზეა ორიენტირებული, თანამშრომელი კი გრძნობების საშუალებით ცდილობს კონკრეტულ საკითხზე საუბარს, კონსტრუქციული დიალოგისთვის ძალიან დიდი ენერგიის გაღება ხდება საჭირო. ასევე, იგივე შეიძლება მოხდეს, როცა ენერგიის უშრეტი წყარო – ენერჯაიზერი თანამშრომელი ცდილობს მოზომილ ხელმძღვანელთან ურთიერთობას. ინტერაქციის სტილების არაერთი კომბინაციით შეიძლება ეფექტური თუ არაეფექტური კომუნიკაციის მაგალითების ჩამოთვლა. 

თქვენს შემთხვევაში, გამოსავალი ერთია – გაიგოთ, ინტერქაციის რომელ სტილს ანიჭებს თქვენი ხელმძღვანელი უპირატესობას და ასე გააგრძელოთ მასთან ურთიერთობა. და თუ ამას მოახერხებთ, მალევე შეძლებთ პოზიტიური ცვლილებების აღმოჩენას.შენიშვნა: ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეიცვალოთ. ეს არის მიდგომა, რომელიც პრინციპში, მხოლოდ უფროსებთან კი არა, ზოგადად, ცხოვრებაშიც, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებშიც გამოგადგებათ. 

ნურავის მისცემთ ნებას, მათმა უპატივცემულობამ შეგაფერხოთ და დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიოთ.

წყარო: inc.com



განხილვა