ბოლო წლებში ლექსუსი უპირატესობას ინტერაქტიულ სარეკლამო კამპანიებს ანიჭებს.
Seoul Motor Show 2013 -ზე ინტერაქტიული მაგიდა წარმოადგინა. თანამედროვე ტექნოლოგიები და დაუვიწყარი ციფრული ავტოშოუ. სარეკლამო კამპანიის მიზანია მომხმარებელს lexus-ის ფილოსოფია და ტექნოლოგიური მიღწევები გააცნოს.
ინტერაქტიული მაგიდა iPad-ის და lexus-ის მანქანების 3D მოდელებისგან შედგება. iPad-ი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც lexus-ის 3D მოდელი მის ზედაპირს ეხება. ავტომობილის მოძრაობის დროს ეკრანზე საბურავის ნაკვალევი რჩება, რომელზეც მანქანის მონაცემები იწერება.