თეორიულად ყველამ კარგად იცის, როგორი მნიშვნელოვანი და საინტერესოა მუზეუმი. თუმცა, როდესაც საქმე უშუალოდ მისვლას ეხება, სხვადასხვა მიზეზების გამო, ბევრი ისეთი მონდომებული ვერ არის ხოლმე, ძირითადად კი იმიტომ, რომ ცოტა არ იყოს მოსაწყენად მიაჩნიათ. IBM Watson–მა გადაწყვიტა ეს საკითხი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა და საზოგადოებაში მუზეუმების მიმართ ინტერესი უფრო აემაღლებინა.
https://www.youtube.com/watch?v=m9jT6nStyCQ
ბრენდმა ბრაზილიისთვის ძალიან საინტერესო კამპანია შექმნა, რომელიც, როგორც განაცხადეს, ადგილობრივი მუზეუმების დამთვალიერებლების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის. ელექტრონული გიდი უკვე მოძველებული და ნამდვილად მოსაწყენი საშუალებაა, ბრენდმა გადაწყვიტა ის უფრო თანამედროვე, რაც მთავარია, ინტერაქტიული გაეხადა. დიახ, სწორედ ინტერაქტიულობა გახდა ის მიზეზი, რომლითაც დააინტერესეს საზოგადოება. კომპანიის დახმარებით, შეიქმნა ექსპონატებზე მორგებული პროგრამა, რომელმაც ყველაფერი იცის და თავისუფლად შეუძლია დამთვალიერებლების ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო საინტერესოა, მუზეუმის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დათვალიერება და არა მონოტონური აღწერილობის მოსმენა.