in

მეცნიერები ვარსკვლავთშორისი ობიექტის „დაჭერას“ გეგმავენ

ჩვენ საბოლოოდ გვაქვს ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომლითაც ვარსკვლავთშორისი ობიექტების აღმოჩენას შევძლებთ. ამაზე ბოლო 2 წლის მანძილზე Oumuamua-სა და 2I/Borisov-ის აღმოჩენაც მოწმობს… მსგავსად, დიდი ინტერესიც გაჩნდა იმ მისიისადმი, რომელიც ვარსკვლავთშორისი ობიექტის აღმოჩენის შემდეგ, მის მონახულებაში დაგვეხმარება. მაგრამ როგორი იქნებოდა ასეთი მისია? ამერიკელმა მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავის თავზე აიღეს და მისიის გაშვებასთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოსაც კი მიგვიყვანეს… 

M2
M2

ვარსკვლავთშორისი ვიზიტორების მისიას საინტერესოდ მათი უცნაური ხასიათი აქცევს — თუ Borisov მზის სისტემაში შესვლისას ჩვეულებრივი კომეტასავით მოქმედებდა, Oumuamua მისგან სრულიად განსხვავებული მხეცი იყო, არასდროს ჰქონია კომეტის კუდი, მაგრამ აჩვენა ისეთი აჩქარება, რომელიც ვერც რადიაციულმა და ვერც სხვა საშუალებებმა დააფიქსირა. მეცნიერებს კი ამის გამო უცხოპლანეტელთა თეფშიც კი ეგონათ. 

დიახ, ასეთ მოსაზრებებთან გამკლავება სწორედ სიღრმისეული შესწავლითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, უნდა გვქონდეს მისია, რომლითაც მათ დაჭერას მოვახერხებთ. მაგრამ უპირველესად, ჩვენ უნდა ვნახოთ იგი, მეცნიერები კი ამ საკითხზე უკვე მუშაობენ. 

კიდევ უფრო კარგი ამბავი ის არის, რომ Vera C Rubin Observatory Legacy Survey of Space and Time (LSST) ყოველწლიურად 1-10-მდე ვარსკვლავთშორის ობიექტს აღმოაჩენს. თანაც, დაახლოებით Oumuamua-ს ხელას. გამოდის, საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს სწორი კანდიდატის პოვნისთვის, მაგრამ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი?

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აქ უნდა იყოს — საიდან მოდის? მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საუკეთესო კუთხე ვარსკვლავთშორის ობიექტთან მისაახლოებლად, განსხვავება იმის მიხედვით გამოჩნდება, თუ სად შევინახავთ ვარსკვლავთშორის ინტერცეპტორს (ISI). 

ნაშრომის მიხედვით კი საუკეთესო ადგილი დედამიწისა და მზის L2 ლაგრანჟის წერტილი უნდა იყოს. მას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: სადგურზე დასარჩენად ძალიან ცოტა საწვავია საჭირო და ნებისმიერ ISI-ს შეიძლება დასჭირდეს წლების განმავლობაში შენახვის რეჟიმში ლოდინი. ხოლო მას შემდეგ, რაც ის ამოქმედდება, სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება, L2-ის სხვა წარმომადგენელი კი ამაში დაეხმარება.

NASA-ს Time-domain Spectroscopic Observatory (TSO) 1.5 მეტრი სიგრძის მქონე ტელესკოპია, რომელიც სხვა ცნობილ ტელესკოპებთან ერთად L2 ლაგრანჟის წერტილში განთავსდება. მათ შორის იქნება JWST-ც. გარდა იმისა, რომ ამ უკანასკნელს საოცარი ფოტოების გადაღება შეუძლია, ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე აქვს, ის ძალიან ნელია. კონკრეტულ ობიექტზე ფოკუსირებისთვის 2-5 დღემდე შეიძლება დასჭირდეს, რაც მას ISO-ებზე დაკვირვებისთვის გამოუსადეგარს ხდის. მეორე მხრივ კი, TSO-ს მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება გადასაღებად. 

კვლევას კიდევ ერთი Near Earth Object Surveyor შეიძლება დაემატოს, რომელიც დედამიწისა და მთვარის L1 ლაგრანჟის წერტილში იქნება მოთავსებული. TSO-სთან შეერთებით კი ამ ორმა ტელესკოპმა ნებისმიერი ISO-ს გადაღება უნდა შეძლოს, რომელიც მზის სისტემაში შედის და არ არის L1-L2 საბაზისო ხაზის პირდაპირ ტრაექტორიაზე. 

ხოლო მას შემდეგ, რაც ISO-ს აღმოჩენას შევძლებთ, შემდეგი ამოცანა მასზე მოხვედრა გახდება. თუმცა ზოგიერთი ორბიტალური მექანიკის კუთხით უბრალოდ მიუწვდომელია. და თუ ავტორების გამოთვლებს დავუჯერებთ, 85-პროცენტიანი შანსი არსებობს იმისა, რომ L2-ზე შენახული ISI შეძლებს Oumuamua-ს ზომის შესაფერისი ობიექტის პოვნას 10 წელიწადში. უბრალოდ ამისთვის სწორ შესაძლებლობას უნდა დაველოდოთ…

დაბოლოს, მას შემდეგ, რაც ISI მიაღწევს ISO-ს, შეუძლია მასზე დაკვირვება დაიწყოს, გამოიყენოს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური მასალების სრული სპექტროსკოპიული რუქა, რითაც, შესაძლოა, უცხოპლანეტელების ირგვლივ არსებული დებატებიც დასრულდეს. მას ასევე შეუძლია, გაჟონვის ნებისმიერ შემთხვევას დააკვირდეს, რაც Oumuamua-ზე მოქმედ იდუმალ ძალებსაც ახსნის. 

„ალდაგი“ Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

რატომ გვახსენდება უხერხული მომენტები გამუდმებით?