in

საინტერესო პოდკასტი | ChatGPT: AI vs HI შეუძლია თუ არა ჩეთბოტს ის, რაც ჩვენ?

დღეს, ტექნოლოგიური განვითარების ამ საფეხურზე, ეს კითხვა საკმაოდ ლეგიტიმურია, რადგან თითქმის ყველას, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, ის უკვე თავში გვიტრიალებს… სულ უფრო და უფრო ახლოს მივდივართ ამ სცენარისკენ — ბოტები წერენ სცენარებს, ქმნიან არტს, ბიზნეს სტრატეგიებს, გვიწევენ იურიდიულ კონსულტაციას. თუმცა, მთავარი კითხვა მაინც ისაა, რამდენად შეუძლია მათ შესაძლებლობებს ადამიანების ჩანაცვლება?

ამ ჟანრის ბოლო დროის ჰაილაითი, ChatGPT, ჩვენი დღევანდელი განხილვის თემაა. გარდა ამისა, ვსაუბრობთ ზოგადად ხელოვნურ ინტელექტსა და ჩეთბოტებზე — როგორ მუშაობენ ისინი, რა ლოგიკებია მათ უკან, რა უმთავრესი სხვაობებია ადამიანურ და ხელოვნურ ინტელექტებს შორის და საერთოდ, სასარგებლოა თუ არა კაცობრიობისთვის ის ტექნოლოგიური რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ.

საინტერესო პოდკასტის სტუმრები არიან: პროგრამისტი თემო ჩიჩუა და იურისტი, საბა ბრაჭველი.

 

Nike-სა და Lululemon-ს შორის სასამართლო დავა დაიწყო — რას ეხება ის?

Instagram-ის დამფუძნებლები ახალი ამბების აპლიკაციას ქმნიან