in

ინტერიერის დიზაინის სასაჩუქრე ბარათი – „იოტა ჯგუფის“ საახალწლო საჩუქარი

„იოტა ჯგუფში“ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის, ისინი, მომხმარებელს ინტერიერის დიზაინის სასაჩუქრე ბარათს სთავაზობენ.

„იოტა ჯგუფში“ ამბობენ, რომ ამ კამპანიით სურთ, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან მომხმარებლებს და ინტერიერის დიზაინისთვის განსაკუთრებული პირობები, ნამდვილი, საახალწლო ფასდაკლება შესთავაზონ და ასე შეიტანონ წვლილი მათთვის იდეალური გარემოს შექმნაში.

„ინტერიერის დიზაინის სასაჩუქრე ბარათი ჩვენი ახალი პროდუქტია, რომელიც საახალწლო კამპანიის ფარგლებში შევქმენით. პრინციპი კი ასეთია – მისი შეძენის შემთხვევაში, ინტერიერის დიზაინზე, თითქმის, განახევრებულ ფასს მიიღებთ, რომლის შეძენა 15 იანვრამდე შეგეძლებათ.ზოგადად, ყველა ინდუსტრიაში  აპრობირებული და მიღებულია, განსაკუთრებული პირობები შესთავაზო მომხმარებელს. ჩვენც, ბუნებრივია, გვსურს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მათ“.

 „იოტას“ ინტერიერის დიზაინის სასაჩუქრე ბარათები განსხვავებულია ფართის მიხედვით . მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს სასურველი მოცულობა:

  • 0-70 მ2
  • 70-130 მ2
  • 130-200 მ2
  • 200-300 მ2
  • 300-400 მ2
  • 400 + მ2

დამატებით დეტალები კამპანიის შესახებ შეგიძლიათ „იოტა ჯგუფის“ Facebook-დან ან ვებგვერდიდან შეიტყოთ.

„იოტა ჯგუფი“ ბაზარზე, 3 წლის წინ გამოჩნდა და კომპანიის მიზანია, ისეთი დეველოპერული პროექტების მომზადება, განხორციელება, რომელიც მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით იქმნება. სწორად ამის მიხედვით განსაზღვრეს მისიაც – „მომავლისაკენ ცოდნით და გამოცდილებით“.

დღეს, „იოტა ჯგუფი“, მომხმარებელს, უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა მომსახურებას სთავაზობს.

  • მშენებლობისათვის საინტერესო ტერიტორიების მოძიება
  • გრგ-ს შეთანხმება
  • სრული არქიტექტურული პროექტის მომზადება BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგიების გამოყენებით
  • გეგმარება და ინტერიერის დიზაინი
  • კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტის მომზადება
  • პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • მშენებლობის მენეჯმენტი და მონიტორინგი

BIM (Building Information Modeling) მოდელი იძლევა 3D პარამეტრული პროექტირების საშუალებას, რაც CAD სისტემასთან შედარებით ინფორმაციულია. გარდა ამ ტექნოლოგიისა, ჩვენი პროექტები მზადდება სხვა, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით, ისეთი როგორიცაა: VR & AR ტექნოლოგიები.

3D პრინტერით შექმნილი შინაური ცხოველების ხელოვნური კიდურები

როგორ მოხვდა დათო ქორიძის ფოტო Apple-ის ფოკუსში?